LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი

,,ეს კატასტროფაა”-ირაკლი ღარიბაშვილი სიღარიბისა და კაზინოების შესახებ

დაპოსტა 2021/11/24-ში
A A
40
ნახვა
გაზიარება

მთავრობის მეთაურის თქმით, დასაქმება მთლიანობაში საბოლოო ჯამში მთავრობის პასუხისმგებლობაა, თუმცა დასაქმების სააგენტო აღიჭურვება შესაბამისი ფუნქციებით და ის გახდება მთავარი მაკოორდინირებელი და მთელი პროცესის მთავარი მენეჯმენტ-ორგანო.

“უმუშევრობა, სიღარიბე არის მთავარი გამოწვევა. სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, თუმცა, თუ შევადარებთ, არ მინდა, შედარება შედარებისთვის გავაკეთო და წინა ხელისუფლებას შევედაროთ, მაგრამ 2012 წლიდან მოყოლებული, სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად არის შემცირებული.

ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ამის გადამოწმება. დაახლოებით 400 ათასი ადამიანის სიღარიბიდან ამოსვლა მოხერხდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი.

ჯერ კიდევ ძალიან მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში – 21%, რაც დიდი გამოწვევაა ჩვენი მთავრობისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და უმუშევრობის დონე საკმაოდ მაღალია – 19-20%.

მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს იდეა წარმატებით განხორციელდეს, ვგულისხმობ – public work-ის იდეის განხორციელებას, 300 ათას სამუშაო ადგილს შევქმნით და რეალურად ამ ადამიანების მენტალიტეტი შეიცვლება, განწყობა შეიცვლება, მეტი შემოსავალი გაუჩნდებათ და მათი ეკონომიკური აქტივობა იქნება თუ სხვა დაბრუნდება ქვეყანაში.

რამდენად ტრაგიკული ვითარება გვაქვს, რომ ერთის მხრივ სახელმწიფომ ამ ადამიანებს ბორკილები დაადო და ეუბნება, შენ არ გატოკდე, არ გაბედო, რომ სხვა სამსახური იშოვო.

თუ იშოვი უფრო მეტ ფულს, მე ამ ფულს ჩამოგაჭრი და ამიტომ ის დაკომპლექსებულია, შეშინებულია და დემოტივირებულია, დაკარგული აქვს მოტივაცია, იმედი, დეპრესიაშია და ეს საშინელი განწყობა რა თქმა უნდა მთელს ქვეყანას არის გადადებული”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას აქვს ინფორმაცია, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა და არა მხოლოდ ისინი, არამედ ბევრი სხვაც, ჩართული არიან ონლაინ-კაზინოებში.

“მე შემთხვევით არ მიხსენებია ეს საკითხი. კომპლექსურად, საერთო სურათი დავინახეთ და სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ გამოვედი ამ ინიციატივებით.

ონლაინ-კაზინოებში თამაშობენ 2-3-5-10 ლარით, 100 ლარით, პენსიას ან სოციალურ დახმარებებს იყენებენ და წარმოიდგინეთ, 1,5 მილიარდი ლარი იხარჯება და რეალურად მისი დიდი ნაწილი გადის ქვეყნის გარეთ.

ეს კატასტროფაა. წარმოგიდგენიათ, რომ ეს 1,5 მილიარდი ლარი ისევ ამ გაჭირვებული ფენიდან, გაჭირვებული მოსახლეობიდან, თუნდაც სოციალურად დაუცველებისა და პენსიონერებისგან მიედინება ონლაინ-კაზინოების ანგარიშებზე.

მე უცხოური კომპანიების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ინფორმაციისთვის მინდა ვთქვა, რომ მათი უმეტესობა უცხოური კომპანიაა, ერთი თუ ორია დარჩენილი და ისინიც უკვე ყიდიან და გადიან ამ ბიზნესიდან, ეს არ არის საინტერესო.

რა თქმა უნდა, ამ გაჭირვებული ხალხის ფული, 1,5 მილიარდი ლარი მთლიანად მიედინება ამ კომპანიების ანგარიშებზე, დიდი უმეტესობა უცხოეთში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო! იქნებ დახმარება სწორედ იქიდან მიიღო, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები – ლაშა ფარულავა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო! იქნებ დახმარება სწორედ იქიდან მიიღო, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები – ლაშა ფარულავა
მთავარი

ელემენტარული ქრისტიანობა და ადამიანობა მოითხოვს, ჩაგრულის დაცვას, მით უმეტეს მაშინ, როცა მას დაუნდობლად ანადგურებს სისტემა. მაგრამ ღარიბაშვილმა ხმა უნდა ამოიღოს. ყველაფერი უნდა მოყვეს და ბოლომდე ამხილოს ივანიშვილის რუსული მანქანა -...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო 19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად. თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 138 783 პენსიონერი ცხოვრობს, რაც რეგიონის მოსახლეობის – 28.2%-ია

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
დღეიდან “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის
მთავარი

საქართველოს მოსახლეობის 23% პენსიონერია, ამაზე მიუთითებს საქსტატისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემი. კერძოდ, საქსტატის ცნობით, საქართველოში სულ 3 941 100 ადამიანი ცხოვრობს, სოცმომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით კი ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

დაპირისპირება – დაჭრილია ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­იჭ­რა. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ერთ-ერ­თმა მე­ო­რეს მი­ნის ნამ­სხვრე­ვე­ბით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, მე­ო­რე პირ­მა კი სა­პა­სუ­ხოდ დანა გა­მო­ი­ყე­ნა. და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ბა­თუ­მის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც...

დაწვრილებითDetails

საქართველოდა უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. "მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

ერეკლე მეორის არჩევანი ცივილიზაციური იყო – დღეს რომ საქართველო ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქრისტიანული ქვეყანაა, სწორედ ამ ნაბიჯის დამსახურებაა და ჩვენ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული ვართ – პრემიერი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ერეკლე მეორის არჩევანი ცივილიზაციური არჩევანი იყო - დღეს რომ საქართველო ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქრისტიანული ქვეყანაა, სწორედ ამ ნაბიჯის დამსახურებაა! ჩვენ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული ვართ - როდესაც ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის...

დაწვრილებითDetails

სწორედ ერეკლე მეორის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა შეუნარჩუნა საქართველოს ევროპული სივრცისკენ გზის გაკვალვის შესაძლებლობა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

ტრაქტატის გაფორმებით, უნდოდა ეს რუსეთის იმპერიას თუ არა, საქართველომ პრინციპული სარგებელი მაინც მიიღო - როდესაც ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე ვიყავით, ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ...

დაწვრილებითDetails

(ოკუპირებულ აფხაზეთში) გუშინდელი მდგომარეობით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განმარტებით, ბიზნესის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის შეტანა მთავრობასთან შეთანხმებული იყო. როგორც კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მთავრობას ნებართვის გაცემისას ოკუპირებულ ტერიტორიებთან ნდობის აღდგენის მოტივი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში აშშ-ის მიერ საერთაშორისოდ ძებნილი პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციის შედეგად,...

დაწვრილებითDetails

იმერეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარისა და გურიის, ასევე დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევები შუახევისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში გამოავლინეს. სოფლებში, შუბანსა და ტომაშეთში, მოქალაქეებს ლენტური ტიპის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"