ზუგდიდის საკრებულოს 5 წევრი შიმშილობას წყვეტს. ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანი წითლიძე ავრცელებს.
“5-დღიანი შიმშილობა გამარჯვებით დასრულდა. მიშა იცოცხლებს!! საბოლოო გამარჯვებამდე ბრძოლა ათჯერ უფრო დიდი შემართებით გრძელდება.
მაია კალანდია, მალხაზ ჯალაღონია, ხათუნა შამუგია, და კო, ირაკლი სორდია – მადლობა. ბათლომე შელია – შენ ყველა მოშიმშილის სახელით მადლობა”,– წერს ანი წითლიძე.










