„მადლობა უნდა გადავუხადოთ დიპლომატიური სამსახურის მთელ კორპუსს, ქვეყნისთვის თავდადებულ პატრიოტ ხალხს, რომლებმაც იციან თავის საქმე და იციან იმ მშვიდობის და სტაბილურობის ფასი, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყნაში გვაქვს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “მინისტრის საათის” ფორმატში საგარეო უწყების ხელმძღვანელს, დავით ზალკალიანს უსმენენ.
მისივე თქმით, ქვეყნის ხშირად არის იმის წარმოჩენის მცდელობა, თითქოს, ქვეყნას არაფრისთვის მიუღწევია საგარეო მიმართულებით. ვოლსკის განცხადებით, ამის საპასუხოდ, ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს აღებული კურსი, რაც უახლოეს მომავალში მეტ შედეგს მოიტანს.
„თემა, რომელსაც ჰქვია საგარეო კურსი, იყო, არის და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც იქნება ექსპლუატაციის თემა, რომელიც ისე ჩამოყალიბდა, რომ, თითქოს, ამ პატარა ქვეყანას, დღეის მდგომარეობით, არაფრისთვის მიუღწევია, თითქოს არ არსებობს არც ჩვენი ევროკავშირის ასოცირებული წევრობა, არც თავისუფალი ვაჭრობა, არც თავისუფალი მიმოსვლა და საერთოდ, თითქოს ჩვენ ვართ იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებიც ხელს უშლიან თურმე დასავლური მიმართულების განვითარებას. ამ საკითხებთან დაკავშირებით პასუხიც აღარ არის გასაცემი და რასაც ვაკეთებდით, ის უნდა ვაკეთოთ და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში გაცილებით მეტი გვექნება შედეგი“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, ამოცანა არის ერთი და მთავარი – ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს და ეს მიმართულება საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი თემაა, რომელიც შედგება იმ საკითხებისგან, რომებზეც მინისტრმა თავის გამოსვლაში ისაუბრა.
„მთავარი ერთია – ყოველდღიური რუტინული საქმიანობის გარდა არსებობდეს საქმისადმი ისეთი ემოციური დამოკიდებულება, როგორიც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მის შემადგენლობას გააჩნია და მადლობა მათ ამისათვის“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკი.










