ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც გორის ჰოსპიტალში იმყოფება, უკვე შეხვდა კლინიკის ექიმებსა და დირექტორს.
ეკატერინე ტიკარაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ექიმს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესების პროცესში იყო ჩართული.
“მე მინდა ყველა იმ ექიმს მადლობა გადავუხადო, ვინც მონაწილეობას იღებდა შექმნილ კონსილიუმებში. მათი როლი იყო დიდი და მნიშვნელოვანი. ასევე მადლობა ყველა იმ ექიმს, რომელიც მკურნალობის პროცესში იყო ჩართული. ისინი იყვნენ ბულინგის მსხვერპლნი და რთული გზა გაიარეს.
პაციენტს, როგორც რუსთავის ასევე 18-ე დაწესებულებაში ყველაფერი უტარდებოდა, რაც მას სჭირდებოდა, ამიტომ ეს მღელვარება იყო ზედმეტი.
ქვეყანაში ჩვენ მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია, ბოლო პერიოდში ბევრი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მესამე პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში გადმოგვეყვანა,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის რეანიმაციულ განყოფილებაში არ იმყოფება.










