რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე შეკრებილებს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია მიმართავს, რომელიც იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას გამოეხმაურა.
ნიკა მელიას თქმით, აქციის მონაწილეები მანამდე არ დაიშლებიან, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში არ გადაიყვანენ.
“სანამ არ გადაიყვანენ არ დავიშლებით.
ჩვენ არ უნდა წავიდეთ რუსთაველის გამზირიდან მანამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ დავინახავთ ჰოსპიტალში”, – განაცხადა ნიკა მელიამ.










