ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სახალხო დამცველზე თავდასხმა მიუღებელია.
“საქართველოს ომბუდსმენზე თავდასხმა, როცა ის ადამიანის უფლებებს იცავს, მიუღებელია. ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს და არ შეაფერხოს უფლებადამცველი ინსტიტუტების საქმიანობა. ასევე უნდა განახორციელოს მათი რეკომენდაციები, რომ უპირატესობა მიენიჭოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას”, – წერს ორგანიზაცია “ტვიტერის” გვერდზე.










