იელის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ჩაისა და ყავის მოხმარება ინსულტის, იშემიისა და დემენციის რისკს ამცირებს. კვლევაში მონაწილეობა 365 682-მა ადამიანმა მიიღო. ისინი კვლევას 2006-დან 2010 წლამდე შეუერთდნენ და ექიმები მათ ჯანმრთელობას 2020 წლამდე აკვირდებოდნენ. ამ დროის განმავლობაში 5 079 მათგანს ჭკუასუსტობა განუვითარდა, 10 053-ს კი ინსულტი. კვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ის პირები, რომლებმაც კვლევაში მონაწილეობა მიიღეს კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან, ამიტომ შესაძლოა მიღებული შედეგები ზოგად მოსახლეობაში არსებულ სურათს სრულად არ ასახავდეს.
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს: „დიდად ვწუხვართ მცხეთა-თბილისის სამღვდელოების გამორჩეული წარმომადგენლის, კლდისუბნის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ მიქაელ კაპანაძის გარდაცვალების გამო. იგი იყო მრავალი სიკეთით დაჯილდოებული მოძღვარი; მრევლის ნამდვილი სულიერი...