ექიმმა რეანიმატოლოგმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და ის კონტაქტურია.
“პაციენტი აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაშია. ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები, არის ნორმის ფარგლებში.
მე დღეს მოვედი რომ მენახა პაციენტი და ასეთი რამ მოხდა შემთხვევით. თუმცა ხანმოკლე, მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.
მე მოვხვდი აქ შემთხვევით დღეს. მე ვარ კონსულტაციისთვის მოსული დღეს პაციენტთან, პაციენტი კონტაქტურია”, – ამბობს ექიმი რეანიმატოლოგი.










