საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიხეილ სარჯველაძე, დავით სერგეენკო და დიმიტრი ხუნდაძე დღეს გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებას ეწვევიან.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ისინი გაესაუბრებიან სამედიცინო პერსონალს და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობიან.
“ეს საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტად ობიექტური ინფორმაცია დაიდოს.
მიხეილ სააკაშვილის მონახულების საჭიროება ამ ეტაპზე არ არის, მთავარია, მის სამედიცინო ისტორიას გავეცნოთ, რაც რეალურ შთაბეჭდილებას შეგვიქმნის და ასევე ვნახოთ, ის შესაძლებლობები, რაც საჭიროა ამ პაციენტისთვის მკურნალობის ჩატარებისთვის”, – განაცხადა ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი ციხეში 49-ე დღეა შიმშილობს.










