,,ცოტა ხნის წინ, გლდანის #18 დაწესებულების ექიმმა სანდრო მათეშვილმა ბრიფინგი ჩაატარა, სადაც სულ სამიოდე წინადადებით გვაუწყა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს, დაწესებულება კარგადაა აღჭურვილი თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და პრეზიდენტი სააკაშვილი მკურნალობას, ახლაც და შიმშილის შეწყვეტის შემთხვევაშიც, აქ გააგრძელებს.
სინამდვილეში,
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განმარტებით, როცა გუშინ საღამოს, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმებისგან დაკომპლექტებული ექსპერტთა ჯგუფი გლდანის #18 დაწესებულებაში შევიდა, თავად მიხეილ სააკაშვილის გაოცებაც კი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალმა უბრალოდ არ იცოდა იმ აპარატურის გამოყენება, რომელიც აქ სასწრაფო წესით შეიტანეს მისი გადმოყვანის შემდეგ.
ადვოკატის განმარტებით, როგორც მას მიხეილ სააკაშვილმა გადასცა, როდესაც წუხელ ექსპერტთა ჯგუფმა სთხოვა დაწესებულებაში მომუშავე ექიმებს, რომ გაესინჯათ ამ აპარატურით მიხეილ სააკაშვილი და მოეხდინათ მისი დიაგნოსტირება, მედპერსონალიდან არ აღმოჩნდა არცერთი ექიმი, ვინც ამას შეძლებდა და უბრალოდ ეცოდინებოდა ამ აპარატურასთან მუშაობა.
აი ასე!..
და ეს „ექიმი” სანდრო მათეშვილი ნებაყოფლობით რატომ ეწერება ქვეყნის პრეზიდენტის დაგეგმილი მკვლელობის მონაწილეთა ისედაც გრძელ სიაში, ყოვლად გაუგებარია!..
თან ბრიფინგებსაც რომ ატარებს, აგერ მეც აქ ვარ და არ გამოგრჩეთ მაგ მკვლელების სიიდანო!…
ასე იყოს!..
ყველას გიმახსოვრებთ!..” – წერს მაიკო ჯავახიშვილი.












