LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა არის ბუსტერი? –  ყველა კითხვაზე პასუხი სპეციალისტისგან

რა არის ბუსტერი? –  ყველა კითხვაზე პასუხი სპეციალისტისგან

დაპოსტა 2021/11/17-ში
A A
234
ნახვა
გაზიარება

   ყველასთვის ცნობილია, 2 -ჯერ აცრილი ადამიანები უკვე ე.წ. ბუსტერს იკეთებენ, ბუსტერი ვაქცინის დამატებითი დოზაა, რომელიც პირველი ორი დოზის მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ კეთდება. ვაქცინის პირველი ორი დოზა  ჩვენს იმუნურ სისტემას დაავადების საწინააღმდეგო საპასუხო რეაქციის გამომუშავებაში ეხმარება და „კოვიდ-19“–თან გასამკლავებლად ორგანიზმის მზადყოფნას უზრუნველყოფს, ბუსტერი კი პირველი ორი დოზის შედეგად კორონავირუსის წინააღმდეგ გამომუშავებული იმუნიტეტის შენარჩუნებაში გვეხმარება და იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენს ორგანიზმში  ვირუსი მოხვდება,  კიდევ უფრო მეტად დაგვიცავს. ბუსტერის მიღება შეუძლია 18 წლის ზემოთ ასაკის ორჯერ აცრილ პირს.

 
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა ბუსტერ დოზაზე არსებულ ყველა კითხვას პასუხი გასცა.


– ქალბატონო ხათუნა, რა არის ბუსტერ დოზა და  რატომ არის აუცილებელი მისი გაკეთება?

–  „კოვიდ-19“-ის ბუსტერ ვაქცინა არის ვაქცინის დამატებითი დოზა, რომელიც კეთდება ვაქცინაციის პირველადი კომპლექსის დასრულებიდან გარკვეული დროის განმავლობაში, რათა გააძლიეროს იმუნური დაცვა. როგორც წესი, ბუსტერი კეთდება მას შემდეგ, რაც იმუნიტეტი პირველადი ვაქცინაციის შემდგომ ბუნებრივად ქვეითდება. ბუსტერის მიზანია, უზრუნველყოს იმუნიტეტის უფრო ხანგრძლივი შენარჩუნება.

– რა  გზა  უნდა  გავიაროთ, რომ  ბუსტერით  ავიცრათ?
– ბუსტერ აცრის  მიღების მიზნით გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში კოვიდის ბუსტერ ვაქცინა უტარდება 18-59 წლის ასაკის ნებისმიერ პირს, რომელთა ვაქცინაციის პირველადი კომპლექსის გაკეთებებიდან გასულია 6 თვე, 60 და მეტი ასაკის ნებისმიერ სრულად აცრილს: ა) „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრის შემთხვევაში 3 თვის შემდგომ, ბ) AstraZeneca და Pfizer–BioNTech  ვაქცინის გამოყენებისას – 6 თვის შემდეგ.თუ თქვენ აკმაყოფილებთ აღწერილ მოთხოვნებს – ეწვიეთ ვებგვერდს: https://booking.moh.gov.ge/, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაქცინის დასახელება და მიჰყევით ინსტრუქციას. ასევე, წინასწარი დაჯავშნის გარეშე შეგიძლიათ მიმართოთ კოვიდიმუნიზაციის ცენტრებს და ჩაიტაროთ ვაქცინაცია.

– სრულად  ვაქცინირებული და კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის  არის თუ არა საჭირო  ბუსტერი  და რამდენ  ხანშია ამის გაკეთება შესაძლებელი?


– „კოვიდ“-19-ის ლაბორატორიული დადასტურებიდან ერთი თვის თავზე ვაქცინაციის ჩატარება დაშვებულია ჩვენს ქვეყანაში. ვაქცინაციის ჩატარება აცრის ან გადატანის სტატუსისგან დამოუკიდებლად – პირადი გადაწყვეტილებაა და ჯანმრთელობის რისკებს არ მოიცავს.


– ხშირად აწუხებთ ეს კითხვა საზოგადოებაში,  არის  თუ  არა  ბუსტერ დოზა უსაფრთხო?

– „კოვიდ-19“-ის ვაქცინაცია, მ.შ. ბუსტერი  – უსაფრთხოა.


– რომელი  ვაქცინითაა  შესაძლებელი  ბუსტერის  მიღება?
– „კოვიდ -19“-ის ბუსტერ ვაქცინა შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერი ხელმისაწვდომი ვაქცინით. გამონაკლისს  წარმოადგენენ  AstraZeneca წარმოების ვაქცინით აცრილი პირები, რომელთა ბუსტერ ვაქცინაციისთვის შესაძლებელია გამოყენებული იყოს Pfizer–BioNTech ვაქცინა.

–  თუ ადამიანი აიცრა  და მერე უცებ კორონა გადაიტანა, რამდენ ხანშია რეკომენდებული  აცრის ხელმეორედ  გაკეთება  და  ეთვლება თუ არა  მას პირველი  გაკეთებული  დოზა  ამ  შემთხვევაში?


– „კოვიდ-19“-ის ლაბორატორიული დადასტურებიდან ერთი თვის თავზე შეიძლება გაგრძელდეს ვაქცინაციის კურსი. პირველი დოზა არ „იკარგება“.

– არის თუ არა  მიზანშეწონილი სხვადასხვა ვაქცინის გაკეთება?
– პირველადი ვაქცინაციის სერია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებული ვაქცინებისთვის ორ ინექციას მოიცავს, რეკომენდებულია  ჩატარდეს  ერთი და იგივე  ვაქცინით. იშვიათ შემთხვევებში, ობიექტური  მიზეზების  არსებობისას,  შესაძლებელია  სხვადასხვა ტიპის ვაქცინებით აცრა.  ბუსტერის შემთხვევაში – მოქმედი ბრძანების მიხედვით, არჩევანი შეგიძლიათ ნებისმიერ ვაქცინაზე შეაჩეროთ.

– თუ ადამიანი ერთხელ აიცრა,  მაგრამ დაწესებულ ვადაში მეორე ვაქცინა არ გაიკეთა,  ამ შემთხვევაში ეთვლება თუ არა პირველი აცრა?

– ვაქცინის პირველ და მეორე დოზას  შორის  არსებობს  1 დაწესებული და 1 რეკომენდებული ინტერვალი. დაწესებული  ინტერვალი  შეეხება  2 ინექციას  შორის მინიმალურ პერიოდს – რაც მწარმოებლის მიერაა განსაზღვრული და მას მკაცრად უნდა მისდიოს ამცრელმაც და ასაცრელმაც. ასევე,  მწარმოებლის  მიერაა  განსაზღვრული  რეკომენდებული  ინტერვალი პირველ და მე-2 დოზას შორის, რომლის განმავლობაშიც ოპტიმალურია მე-2 დოზის მიღება. თუ ამ ოპტიმალურ პერიოდში ვერ ხერხდება ვაქცინის მე-2 დოზის მიღება, მაშინ ის უნდა გაკეთდეს – პირველივე შესაძლებლობისას, ოპტიმალური პერიოდის გავლის შემდგომ.
– ბუსტერი მხოლოდ „ფაიზერს“ აქვს თუ სხვა ვაქცინირებულებსაც აქვთ  ბუსტერის გაკეთების შესაძლებლობა?

– ნებისმიერი ვაქცინით აცრილს შეიძლება ჩაუტარდეს ბუსტერ იმუნიზაცია – ჩვენს ქვეყანაში ასეთი წესია.

– უნდა გაიკეთოს თუ არა ბუსტერი  60  წელს  გადაცილებულმა ადამიანმა?
– 60 წელს გადაცილებული ადამიანების პირველადი და ბუსტერ ვაქცინაცია „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ – უპირველესი პრიორიტეტია.

– რა  შემთხვევაში არ შეიძლება ადამიანის აცრა ბუსტერით?
-„ კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის აბსოლუტური უკუჩვენება არ არსებობს.  შესაძლოა, მოხდეს დროებითი  გადავადება, მაგ. მწვავე დაავადების ან ქრონიკული დაავადების გამწვავების დროს. თუ რაიმე თანმხლები დაავადების ან მდგომარეობის გამო ადამიანს უჭირს, მიიღოს გადაწყვეტილება ვაქცინაციის სასარგებლოდ ან ჭოჭმანობს ვაქცინათა სახეობების შერჩევისას – პირველადი ან ბუსტერ დოზით ვაქცინაციის დროს, ჯობს მიმართოს სპეციალისტს, რომელიც დაეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

–  რამდენად უსაფრთხოა მოძრავ პუნქტებში ვაქცინაცია?
– მოძრავი ვაქცინაციის პუნქტები იმგვარადვეა აღჭურვილი, როგორც სტაციონარული. გათვალისწინებულია იმუნიზაციის ჩატარების წესები და, შესაბამისად, უსაფრთხოა.

– იქნებ გვითხრათ ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის  60 წელს გადაცილებული რამდენი ადამიანია აცრილი?
– 60 და მეტი წლის ადამიანებში 600 000-მდე აცრაა ჩატარებული, სრულად აცრილია 282 000-მდე პირი, ზოგმა ბუსტერ იმუნიზაციაც ჩაიტარა.

– ხშირად  შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებს, კლინიკაში აცრაზე  უარს ეუბნებიან,  შაქრის მაღალი მაჩვენებლის გამო, რა შემთხვევაში არ უნდა აიცრას დიაბეტიანი ადამიანი?
–  დიაბეტიანი ადამიანების აცრა – საჭირო და მნიშვნელოვანია. შაქრის მაღალი მაჩვენებელი, თუ ის არ ითხოვს გადაუდებელ დახმარებას – „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის უკუჩვენება არაა. ასეთ ადამიანებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია – ძირითადი დაავადების (ამ შემთხვევაში – დიაბეტის) მართვის მიზნით მიმართონ ექიმს და მტკიცედ მისდიონ მიღებულ რეკომენდაციებს და არ თქვან უარი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე.

გაზიარება94

დაკავშირებული -პოსტები

ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

30 წლამდე ახალგაზრდა ქალი ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს. ამ წუთებში მიმდინარეობს ცხედრის მდინარიდან ამოყვანის ოპერაცია. ინფორმაციას ,,თაიმერი" ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ჭიათურა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 3...

დაწვრილებითDetails

მაქვს იმედი რომ სიმართლე იზეიმებს – გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა
მთავარი

გიგა ავალიანის საქემზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ანასტასია ბერუაშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი შვილი  “ამ საქმეში მართლაც რომ თავში კი არა შუაშიც არაა.“ მისი თქმით, ის რომ...

დაწვრილებითDetails

გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
მთავარი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში...

დაწვრილებითDetails

კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

 სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა Youtube-ზე 12 წლის წინ გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც ისმის ბიჭის ხმა - "კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები". 2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი აცხადებს,...

დაწვრილებითDetails

აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით – აშშ-ის საელჩო

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
„ დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი…”- ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობა, - ამ განცხადებით აშშ-ს საელჩო საქართველოში 2008...

დაწვრილებითDetails

ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან – ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან – ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან
მთავარი

"ლაზარეს გადარჩენისთვის იბრძოლე... ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან. მთელი საქართველო გგლოვობთ შენ და ლაზარეს... დღეს დილას უკანასკნელად მომესალმე, თურმე. ისღა დაგვრჩა ნუგეშად, შენი თავი გვაპოვნინო..." - 6...

დაწვრილებითDetails

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა
მთავარი

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7...

დაწვრილებითDetails

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დღე ხელს შეგიწყობთ მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებასა და ახალი მიზნების დასახვაში. შესაძლოა, საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას გააქრობს.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ემოციური...

დაწვრილებითDetails

7 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 7 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებსაღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: უნალექოდ. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"