“84 ადამიანი ზის ციხეში ლეგალურ მცენარეზე, მაპატიეთ, ამ 84 ადამიანზე ბევრად მეტად ვნერვიულობ, ვიდრე სააკაშვილზე”, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარი ნებით იგდებს თავს საფრთხეში.
მეგრელიშვილს სააკაშვილის შიმშილობის არ სჯერა.
“თავისი ნებით მძიმე მდგომარეობაში იგდებს ეს ადამიანი თავს. ამით რისკავს მთელი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. შეიძლება, მე სტაბილურობაზე ვინერვიულო, მაგრამ ხომ არ მომეთხოვება ამ ადამიანზე ვინერვიულო? მომეთხოვება? მაინტერესებს.
ბევრი რამ არ მჯერა, ბევრი რამ შეუსაბამოა. თუ მოკვდა, ვიტყვი, რომ შევცდი.
მაჩვენე რამდენ კალორიას იღებს, მისი ანალიზები და ნიკა გვარამიას პროპაგანდით კი არ გადავწყვეტ, ჩემით გადავწყვეტ.
80 ადამიანი გვიკვდება ყოველ დღე კოვიდით, 84 ადამიანი ზის ციხეში ლეგალურ მცენარეზე, 84 ადამიანზე უფრო მეტად ვნერვიულობ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილზე”, – განაცხადა მეგრელიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში.