“ქართული ოცნების” დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ამოცანა ქვეყანაში არეულობის მოწყობაა.
უმრავლესობის დეპუტატი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “თუ დაწვებიან და გამზირებზე ლეიბებს გაშლიან, უფრო ბევრი გამოჩნდებიან”.
“ნიკა მელიას პოზიცია ნახა დღეს საზოგადოებამ, როდესაც ის ესაუბრებოდა გვერდით მყოფ უგულავას და ეუბნებოდა, რომ მოძრაობაში უფრო ბევრი გამოჩნდებოდნენ. ეს არის მათი სახე. ეს არის დიდი სცენარის ერთ-ერთი ეპიზოდი.
არავის ახსოვს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გაჟღერებული პოზიცია და სიტყვა შესრულებულიყო. “ნაციონალური მოძრაობა” თავის მოთხოვნებთან ერთად აბსოლუტურად სხვა მხარეს დგას და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სწორ მხარეს დგას.
ამას ის ადასტურებს, რომ დღეს საღამოს ნიკანორ მელიამ დააანონსა, ხვალინდელ აქციას ავტომობილებით გამართავენ.
როდესაც ამბობენ, რომ “სიარულში მეტი გამოჩნდებიან”, თუ დაწვებიან და გამზირებზე ლეიბებს გაშლიან, უფრო ბევრი გამოჩნდებიან.
ისინი ხედავენ, რომ ეს ყველაფერი ძალიან კომიკურ სახეს იღებს, ადამიანები დღითიდღე აკლდებათ და ახლა მოინდომეს, რომ მანქანების აქცია მოაწყონ “, – განაცხადა ღუდუშაურმა “პალიტრანიუსის” ეთერში.










