ავსტრალიელმა მკვლევრებმა შექმნეს კომპონენტი, რომელიც რენტგენის სხივებს ხილულ ან ელექტრონულ ფორმად გარდაქმნის.
უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, მელბურნის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა მსოფლიოში ყველაზე თხელი რენტგენის დეტექტორი. ახალი მოწყობილობით ცილების და ცოცხალი უჯრედების ნახვა შესაძლებელია რეალურ დროში. ინოვაციური ტექნოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილია მაღალი ხარისხის SnS ფურცლები დიდი ზედაპირით და ძალიან ზუსტად კონტროლირებადი სისქით. ჩვეულებრივი რენტგენის აპარატისაგან განსხვავებით, რომელიც გამოიყენება საავადმყოფოებში, ახალი მოწყობილობა ფოტონების ენერგიას იყენებს ცილების და ცოცხალი უჯრედების გამოსაჩენად.
გარდა ამისა, მოწყობილობა აღჭურვილია მსოფლიოში ყველაზე თხელი რენტგენის დეტექტორებით, რომლის სისქე 10 ნანომეტრზე ნაკლებია.