პოლონეთში კანაფის მოყვანის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს
პოლონეთში, კანაფის მოყვანის ბრალდებით 44 წლის ქართველი დააკავეს. ჩხრეკის დროს პოლონეთის პოლიციამ კანაფის გარდა 8 გრამზე მეტი მარიხუანა ამოიღო. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.