საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სოციალურ ქსელში, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში იძულებითი შესახლების კადრებს და ამ კადრებით გამოწვეულ, რუსული პროპაგანდისტული მედიის სიხარულს ეხმაურება.
მარგველაშვილი წერს, რომ ეს სწორედ ქართველებმა გააკეთეს.
“რუსები, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფის ამსახველ კადრებზე იცინიან: დიახ, ეს გააკეთეს ქართველებმა, მაგრამ ამ ქართველებს თქვენ უხდით! დანარჩენ საქართველოს კი აერთიანებს “ოპრიჩნინას” მიმართ ზიზღი, რომელიც ამდენად უცხოა ჩვენი ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ერისთვის”, – წერს გიორგი მარგველაშვილი “ტვიტერში”.
ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებითი შესახლების ამსახველი კადრები გაავრცელა.