გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანგელა მერკელმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას DW ავრცელებს.
მისი ცნობით, პუტინმა და მერკელმა ბელარუსის საზღვარზე არსებული მიგრანტების კრიზისი განიხილეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა დააყენა ინიციატივა, რომლის თანახმად მიგრანტების კრიზისის გადასაჭრელად, ბელარუსსა და ევროკავშირს შორის კომუნიკაცია სწრაფად უნდა აღდგეს.
სატელეფონო საუბრის დროს, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ საზღვარზე არსებული სიტუაცია ბელარუსის რეჟიმის მიერ არის პროვოცირებული, რომელიც უდანაშაულო ხალხს ევროკავშირის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომისთვის იყენებს.
მერკელმა და პუტინმა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებულ სიტუაციაზეც იმსჯელეს.