“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
ნათელაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ რაც ხდება, სამართალთან კავშირში არ არის.
“რაც დღეს ხდება ექს-პრეზიდენტის მიმართ, არავითარ კავშირში არაა სამართალთან. ესაა მანიაკალურ -კრიმინალური ანგარიშსწორება ჩადენილი პირადად ივანიშვილის ორგანიზატორობით, რაზედაც მთელი ეს ხროვა უმკაცრესად აგებს პასუხს”, – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ომბუდსმენის წარმომადგენელის, მიხეილ ღოღაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება გლდანის ციხეში სასწრაფოს ავტომანქანით მოხდა და ის მანქანიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.










