LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,მიხეილ სააკაშვილი არის სიკვდილმისჯილი პატიმარი”-ნიკა გვარამია

,,მიხეილ სააკაშვილი არის სიკვდილმისჯილი პატიმარი”-ნიკა გვარამია

დაპოსტა 2021/11/09-ში
A A
58
ნახვა
გაზიარება

ნიკა გვარამიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს საქართველოს ხელისუფლებამ, საბოლოოდ დაასრულა ავტორიტარიზმი და გადავიდა დიქტატურაში. მიხეილ სააკაშვილი მოტყუებით გაიყვანეს ციხიდად, რასაც სხვა არაფერი ქვია, თუ ადამიანის გატაცება.

მიხეილ სააკაშვილი, ნაშიმშილარი პატიმარი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა, თუმცა მანაც უპასუხა ფიზიკურ ანგარიშწორებას, რაც ჩემთვის სრულიად გასაგებია.

მიხეილ სააკაშვილი ასევე გახდა სიტყვიერი შეურაცხყოფების მსხვერპლი და მასზე ამ წუთებშიც, მიმდინარეობს უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლა.

ციხის შინაგანაწესით და პენიტენციური რეგულაციებით, ციხეში 10:00 საათზე ქრება შუქი ყველა კამერაში და პატირებმა უნდა დაიძინონ, ამ წუთებამდე ანთებულია ყველა კამერა და ისმის გინება და რკინის ნივთების ხმაური.

მიხეილ სააკაშვილი ჯერ გაატარეს ამ კორიდორში, მერე გადმოათრიეს მანქანიდან და ამ წუთებშიც, მის პალატაშიც ისე შედის ეს ხმა, როგორც გარეთ ისმის.

ფსიქოლოგიური ზეწოლა ასევე ხდება მედპერსონალის მხრიდან, რომელიც მიხეილ სააკაშვილის და არა მხოლოდ მისი რწმენით, წარმოადგენენ თეთრხალათიან სპეცრაზმელებს. მიხეილ სააკაშვილის ინვაზიური ჩარევა მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში, ბუნებრივია მის მიერ წინააღმდეგობა გაწეული იქნა, ბუნებრივია ამას მოჰყვა გარკვეული ნივთების დაზიანებები. ცხადია, რომ ადამიანი საკუთარი სიცოცხლის და თავისუფლების გადასარჩენად უკიდურესი აუცილებლობის ან აუცილებელი მოგერიების შემთხვევაში როცა იმყოფება, ეს ვერ ჩაითვლება დანაშაულად, მით უმეტეს, როცა მასზე ხორციელდება თავდასხმა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, პენიტენციური სამსახური აპირებს, ამ საფუძველზე მიხეილ სააკაშვილს დაუმძიმოს ბრალი.

ჩვენ მოვითხოვთ პენიტენციური სამსახურისგან გამოქვეყნდეს პირველი, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გაყვანის კადრები, მეორე გლდანის ციხეში მისი მიყვანის კადრები, მესამე, მისი მანქანიდან გადმოყვანის და ფიზიკური დაპირისპირების კადრები, მეოთხე მის პალატაში მიმდინარე ძალადობრივი ინვაზიის ამსახველი კადრები და სააკაშვილის პასუხი ამ ყველაფერზე.

ვადასტურებთ, რომ გარკვეული ტექნიკა არის დაზიანებული, თუმცა ადამიანი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ჩვენი დასკვნა არის მარტივი – მიხეილ სააკაშვილი არის სიკვდილმისჯილი პატიმარი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და მისი სიცოცხლე არის დიდი რისკის ქვეშ, არა მის მიერ შიმშილობის გამო, იმის გამო, რომ რეალურად ციხის საავადმყოფოში მას კლავენ და ფსიქოლოგიურად ანადგურებენ. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გამოყვანას აღნიშნული დაწესებულებიდან და ხვალ აღნიშნული მოთხოვნით, ჩვენი სამართლებრივი გუნდი აპირებს, გამოყენოს საერთაშორისო ინსტრუმენტები, ამ მიმართულებით.

მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ, ნებისმიერ დროს ის შეიძლება იქნეს განადგურებული.

იმ სტრესის პირობებში, რომელშიც მას აყენებენ, შეიძლება მის ფსიქიკას და მენტალურ შესაძლებლობებს ასევე მიადგეს შეუქცევადი ზიანი, შესაბამისად იგი ითხოვს ყველას მასობრივი, მშვიდობიანი, თანმიმდევრული პროტესტებისკენ, არა მის გადასარჩენად, არამედ იმ საშინელების თავიდან ასარიდებლად, რაც სააკაშვილის სიკვდილის შემთხვევაში, ამ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს და სრულიად გასაგებია, რომ ქართულ ოცნებას ეს სჭირდება და აწყობს. ამიტომაც მიშა მოუწოდებს ყველას, არ წამოეგონ პროვოკაციაზე, ეს ყველაფერი იყოს მშვიდობიანი, მასობრივი, პრინციპული, ყველას მონაწილეობით, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, თუ მისდამი დამოკიდებულებისა და იგი აცნობიერებს რომ ეს მისი პირადი ბრძოლა არ არის.

მისი პირადი ბრძოლა მას უკვე მოგებული აქვს, ახლა ჯერი ქართველ ხალხზეა, მან უნდა მოიგოს ბრძოლა, არა სააკაშვილისთვის, არამედ თავისი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გაზიარება23

დაკავშირებული -პოსტები

არასრულწლოვანზე სქესობრივი კავშირის იძულება – დაკავებულია ბრალდებულის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
სამტრედიაში კაცი მოკლეს
მთავარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში აფხაზეთის მე-5 და 24-ე საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ქუთაისში აფხაზეთის მე-5 და 24-ე საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
მთავარი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო სკოლის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. უწყების ცნობით, შესყიდვების ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში პესტიციდების არარეგისტრირებული ობიექტი გამოვლინდა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ქუთაისში პესტიციდების არარეგისტრირებული ობიექტი გამოვლინდა
მთავარი

იმერეთში პესტიციდების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა პესტიციდების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს. ინდივიდუალური მეწარმე კ. გ. (მისამართი: ქუთაისი, ი.ჭავჭავაძის ქ.N51) ბიზნესსაქმიანობას, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში...

დაწვრილებითDetails

შვილი მკვდრად გამისაღა.. და იუსტიციაში მკვდრად გამოაცხადეს… – არ ვიცი, რატომ მჯერა, მაგრამ შენი გურიკა ცოცხალია” – ანი მიქაძე-ჩიკვაიძე სოფო ბიბილაშვილს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
შვილი მკვდრად გამისაღა.. და იუსტიციაში მკვდრად გამოაცხადეს… – არ ვიცი, რატომ მჯერა, მაგრამ შენი გურიკა ცოცხალია” – ანი მიქაძე-ჩიკვაიძე სოფო ბიბილაშვილს
მთავარი

ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედას სოფო ბიბილაშვილს მიმართავს და საკუთარი შვილის დაკარგვის ისტორიას იხსენებს. "როცა ლუკა დაიკარგა, სახლიდან წავიდა, საშინლად...

დაწვრილებითDetails

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის დასაქმების მიზნით შესვლაზე ვიზებს აწესებს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
საქართველოში შესაძლოა ახალი – C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს
მთავარი

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის დასაქმების მიზნით შესვლაზე ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ახალი რეგულაციები პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 2026 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულებით შევიდა...

დაწვრილებითDetails

ადვოკატი – დღეს აუცილებლად იქნება განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის სახელით

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან 6.5 მლნ აშშ დოლარი ამოიღეს – პროკურატურა
მთავარი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, „დღეს აუცილებლად იქნება განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის სახელით“. მისივე თქმით, ვის გადასცა ეს განცხადება, „როგორ და რანაირად, ამას არ აქვს მნიშვნელობა“. „შესული...

დაწვრილებითDetails

ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო! იქნებ დახმარება სწორედ იქიდან მიიღო, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები – ლაშა ფარულავა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო! იქნებ დახმარება სწორედ იქიდან მიიღო, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები – ლაშა ფარულავა
მთავარი

ელემენტარული ქრისტიანობა და ადამიანობა მოითხოვს, ჩაგრულის დაცვას, მით უმეტეს მაშინ, როცა მას დაუნდობლად ანადგურებს სისტემა. მაგრამ ღარიბაშვილმა ხმა უნდა ამოიღოს. ყველაფერი უნდა მოყვეს და ბოლომდე ამხილოს ივანიშვილის რუსული მანქანა -...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო 19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად. თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 138 783 პენსიონერი ცხოვრობს, რაც რეგიონის მოსახლეობის – 28.2%-ია

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
დღეიდან “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის
მთავარი

საქართველოს მოსახლეობის 23% პენსიონერია, ამაზე მიუთითებს საქსტატისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემი. კერძოდ, საქსტატის ცნობით, საქართველოში სულ 3 941 100 ადამიანი ცხოვრობს, სოცმომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით კი ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

დაპირისპირება – დაჭრილია ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­იჭ­რა. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ერთ-ერ­თმა მე­ო­რეს მი­ნის ნამ­სხვრე­ვე­ბით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, მე­ო­რე პირ­მა კი სა­პა­სუ­ხოდ დანა გა­მო­ი­ყე­ნა. და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ბა­თუ­მის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"