LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დღეს შესაძლოა ქუთაის-გაენათის ეპარქიის ახალი მმართველი დასახელდეს

უკანონოდ წაიღო – რაში ადანაშაულებენ მეუფე იოანე გამრეკელს

დაპოსტა 2021/11/08-ში
A A
426
ნახვა
გაზიარება

ისტორიის დოქტორი და თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტს, მეუფე იოანე გამრეკელს სხვისი ნივთის მისაკუთრებაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, მან და გურამ მოდებაძემ, 2019 წელს გადაწყვიტეს, რომ მეუფე პეტრესთვის საუბილეო თარიღის აღსანიშნავად პანაღია ეჩუქებიათ, ნივთის დამზადება კი ბაგრატის ტაძრის ბერს სთხოვეს. პანაღიის დასრულებისას კი მეუფე პეტრე უკვე მღვდელმთავარი აღარ იყო, რის გამოც ნივთის დამზადებელელმა ბერმა კერძო დაკვეთის შესახებ მღვდელმთავარ იოანე გამრეკელს აცნობა, რომელმაც პანაღია მიითვისა და უკან არ აბრუნებს.

,,ფოტოებზე თქვენ ხედავთ პანაღიას.

ამ პანაღიასთან დაკავშირებულ ძალიან სამწუხარო ფაქტს ერთი წლისა და ოთხი თვის ისტორია გააჩნია… ამ ეტაპამდე მიზანმიმართულად ვიკავებდით თავს ამ დანაშაულებრივი ფაქტის გასაჯაროებისგან. ახლა, ვფიქრობთ, რომ მოვიდა სათანადო დრო, როდესაც ეს ამბავი გასაჯაროვდეს.

 

ეს პანაღია უკანონოდ წაიღო ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), რომელიც დღემდე არ უბრუნებს ამ ნივთს მფლობელებს.

 

ვითარება მდგომარეობს შემდეგში:

 

2019 წლის ივნისის დასაწყისში შევუკვეთეთ პანაღიის დამზადება ბაგრატის საკათედრო ტაძარში მოღვაწე ერთ-ერთ ბერს. პანაღიის საჩუქრად გადაცემა განზრახული გვქონდა ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრესათვის (ცაავა), 2020 წლის 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, მეუფე პეტრესთვის დაბადებიდან 50 წლის იუბილის მისალოცად. პანაღიის დამზადებისა და შეკვეთის მიცემისა და მეუფე პეტრესთვის საიუბილეო თარიღზე საჩუქრად გადაცემის იდეა ეკუთვნის გურამ მოდებაძეს და ასევე, პანაღიის დამზადების შემკვეთთაგან და მეუფე პეტრესთვის ამ საჩუქრის მომავალ გადამცემთაგან ერთ-ერთი გახლავართ მე – ლაშა დეისაძე-შარვაშიძე. შეკვეთის დროისათვის, მიტროპოლიტი პეტრე გახლდათ ჭყონდიდის კათედრაზე და არ ჰქონდა აკრძალული მღვდელმოქმედება. ასევე, იმ პერიოდისთვის, ქუთაის-გაენათის კათედრაზე იმყოფებოდა მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი).

 

პანაღია მზად უნდა ყოფილიყო 2020 წლის 7 აპრილისთვის, მიტროპოლიტ პეტრეს დაბადებიდან 50 წლის საიუბილეოდ. ოსტატს, რომელიც არის ბერი, გადავეცით თანხის ნაწილი და ასევე მასალის გარკვეული ნაწილი. დაიწყო პანაღიის მომზადება… ამის შემდგომ მოხდა, ის, რომ 2019 წლის 31 ოქტომბერს მიტროპოლიტ პეტრეს აუკრძალეს მღვდელმოქმედება და გამოიყვანეს წმიდა სინოდის შემადგენლობიდან. შეკვეთის მიმღებმა ოსტატმა ბერმა გვკითხა, ამ ფაქტის შემდეგ, თუ კვლავ გვსურდა პანაღიის დამზადების გაგრძელება, რაზეც ჩვენ განვუცხადეთ თანხმობა და მეუფე პეტრესთვის მღვდელმოქმედების აკრძალვის შემდეგ, ხსენებულ ბერს გადავეცით თანხის დარჩენილი ნაწილი და მან ჩვენი თხოვნითა და თავისი თანხმობით გააგრძელა მიღებული შეკვეთის დამზადება (მიტროპოლიტი პეტრე იმყოფება მღვდელმთავრის ხარისხში, მას აკრძალული აქვს მღვდელმოქმედება, მაგრამ არ არის განკვეთილი ხარისხიდან, შესაბამისად, მას, როგორც მღვდელმთავრის ხარისხში მყოფს გააჩნია უფლება, რომ ატაროს სამღვდელმთავრო პანაღია).

 

მოგეხსენებათ, 2019 წლის 31 ოქტომბერს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად დადგინდა მიტროპოლიტი იოანე. 2020 წლის მარტიდან საქართველოში დაიწყო კორონავირუსული პანდემია, რის გამოც, გარკვეული ხელისშემშლელი მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ მოესწრო ხსენებული პანაღიის დასრულება 2020 წლის 7 აპრილისთვის და ჩვენი თანხმობით შეკვეთის მიმღებმა გააგრძელა დამზადება და შევთანხმდით, რომ 2020 წლის ზაფხულის პირველ ნახევარში გადმოგვცემდა ჩვენს კუთვნილ პანაღიას. მართლაც, დამზადდა პანაღია (ვერცხლი, მინანქარი, პანაღიას აქვს ვერცხლის ჯაჭვი) და როდესაც დადგა ჩვენი კუთვნილი ნივთის გადმოცემის დრო, შეკვეთის მიმღებმა ბერმა განგვიცხადა, რომ მიტროპოლიტმა იოანემ მფლობელების დაუკითხავად წაიღო ხსენებული პანაღია, რაც ჩვენთვის იყო სრული მოულოდნელობა. მიზეზი გახლდათ ის, რომ მეუფე პეტრეს აკრძალული აქვს მღვდელმოქმედება და თითქოს, ამიტომ, მეუფე იოანე ვერ დაუშვებდა მეუფე პეტრესთვის საჩუქრად გადაცემულიყო ეს პანაღია.

 

პანაღიის შემკვეთებს სრული შემადგენლობით გვსურდა მიტროპოლიტ იოანესთან შეხვედრა, თუმცა, მის რეზიდენციასთან მისულებს, ერთ-ერთი მონაზვნის მეშვეობით შემოგვითვალა, რომ ახლა ვერ მიგიღებთო და არც სრულად შემკვეთებს შეგვხვდებოდა, არამედ კონკრეტულად მხოლოდ მე (ლაშა დეისაძე-შარვაშიძეს) შემხვდებოდა უახლოეს დღეებში.

 

შემდგომ ამ ფაქტთან დაკავშირებით მიტროპოლიტ იოანესა და ჩემს შორის შედგა ორი შეხვედრა. პირველი – 2020 წლის ივნისში, მეორე – 2021 წლის 20 ივნისს. ორივე შეხვედრის შესახებ საქმის კურსში და ინფორმირებული იყო პანაღიის დამზადების იდეის ავტორი, გურამ მოდებაძე და ორივე შეხვედრისას მე ვსაუბრობდი როგორც ჩემი, ასევე მისი (გურამ მოდებაძის) სახელით. მიტროპოლიტმა იოანემ პირველივე შეხვედრაზე განმიცხადა, რომ დიახ, ჩვენი კუთვნილი ნივთი – პანაღია არის მასთან და არ დაგვიბრუნებს ჩვენს ნივთს ანუ პანაღიას, თუ მიტროპოლიტ პეტრეს არ აღუდგება მღვდელმოქმედება. როგორც მეუფე იოანემ მითხრა, აღნიშნული პანაღია წავიღეო კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და მოვახსენე საქმის ვითარებაო და პატრიარქმა მითხრაო, რომ ეს პანაღია არც ჩემიაო და არც შენიო, მაგრამ შენთან (მეუფე იოანესთან) იყოს ეს პანაღია და შეინახე შენთან მანამ, სანამ მეუფე პეტრეს აღუდგება მღვდელმოქმედებაო. ჩემი მხრივ, მე ავუხსენი მეუფე იოანეს, რომ მეუფე პეტრემ არც კი იცოდა ამ პანაღიის შეკვეთის შესახებ და ხსენებული ნივთის მფლობელები ვართ მისი შემკვეთები და ეს შეკვეთა იყო კერძო სახის და არავითარ ოფიციალურ კავშირსა და შემხებლობაში – ქუთაის-გაენათის ეპარქიასთან და ვთხოვე, დაებრუნებინა ნივთი მისი მფლობელებისთვის. მიტროპოლიტმა იოანემ განაცხადა, რომ ის ვერ დაუშვებდა პროვოკაციას, რომ ქუთაისში და ბაგრატის ტაძრის ბერის მიერ დამზადებული პანაღია გადაეცათ მეუფე პეტრესთვის საჩუქრად. სანაცვლოდ, მიტროპოლიტმა იოანემ შემოგვთავაზა ნივთის დამზადებაში გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, რაზეც ჩვენ უარი განვაცხადეთ და მოვითხოვეთ ჩვენი კუთვნილი ნივთი და არა თანხა.

 

ამის შემდგომ, 2020 წლის 16 აგვისტოს, ბაგრატის ტაძრის ერთ-ერთ სატრაპეზოში, სხვათა თანდასწრებით შედგა შეხვედრა მიტროპოლიტ იოანესა და გურამ მოდებაძეს შორის, რომელსაც მეუფე იოანემ ძალიან ბუნდოვანი მოსაზრებებით უარი განუცხადა ჩვენი პანაღიის დაბრუნებაზე.

 

ერთი წლის შემდგომ, 2021 წლის 20 ივნისს, მიტროპოლიტმა იოანემ დამიბარა შეხვედრაზე თავის რეზიდენციაში და საუბარი შედგა კვლავ ჩვენი პანაღიის შესახებ, რომელიც დღემდე უკანონოდ იმყოფება მასთან. მეუფე იოანემ კვლავ შემომთავაზა რამდენიმეგზის, რომ გადმოგვცემდა თანხას, რომელიც პანაღიის დამზადებაში გადავიხადეთ. კატეგორიული უარის შემდგომ მეუფე იოანეს მხრიდან იყო იქვე შემოთავაზება, რომ ჩვენს მიერ გადახდილი თანხის რაოდენობის ორჯერ მეტ თანხასაც დაგვიბრუნებდა, ოღონდ საერთოდ დაგვევიწყებინა ეს პანაღია. რასაკვირველია, ამაზეც კატეგორიული უარი მიიღო მიტროპოლიტმა იოანემ და ამის შემდგომ, ისიც კი მითხრა, რომ მაშინ მე მაჩუქეთო… ამაზე მხოლოდ გამეღიმა. საუბრის დასასრულს, როდესაც მეუფე იოანე ვერ გახდა ვერაფერს თანხის დაბრუნების მხრივ, ვინაიდან გადახდილი თანხა მხოლოდ ჩემი არაა და ერთად გვეკუთვნის იმ პირებს, რომლებმაც შევუკვეთეთ პანაღია, მღვდელმთავარმა იოანემ ასეთი რამ მითხრა – “თუ მთლიანი თანხა ვერ მიგაქვს, შენი წილი მაინც წაიღე, ახლავე მოგცემ”, რაზეც მე ასეთი პასუხი გავეცი პირდაპირ, მეუფე, მე რომ ახლა ჩემი წილი თანხა ავიღო, ეს იქნება ჩემი მხრიდან იუდას მიერ ოცდაათი ვერცხლის აღება-თქო (დიალოგის ამ უკანასკნელი ნაწილის მოწმეა ერთ-ერთი დეკანოზი) და დავტოვე ეს შეხვედრა და წამოვედი.

 

შესაბამისად, ჩვენი კუთვნილი ნივთი – პანაღია დღემდე არის უკანონოდ წაღებული მიტროპოლიტ იოანეს მიერ. გარდა საეკლესიო უწმიდეს კანონთა დარღვევისა, ასევე, ეს საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და ხსენებული საქმის ამ მხრივ განვითარებისკენ ჯერჯერობით ვიკავებთ თავს.

 

გამომდინარე იქედან, რომ რამდენიმეგზის პირადმა თხოვნამ მიტროპოლიტ იოანესადმი შედეგი ვერ გამოიღო დღემდე, ახლა უკვე საჯაროდ ვთხოვთ და მოვუწოდებთ მას – დაგვიბრუნოს ჩვენი ნივთი!” – წერს ლაშა დეისაძე-შერვაშიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება170

დაკავშირებული -პოსტები

დღეს ყოვლადქებული მოციქული თომას ხსენების დღეა

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
დღეს ყოვლადქებული მოციქული თომას ხსენების დღეა
მთავარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 ოქტომბერს წმინდა თომა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. თომა მოციქულის თავის ქალა საქართველოში - თბილისის სიონში ინახება. ტროპარი: იქმენ მოწაფე ქრისტესი, საღმრთოთა მოციქულთა კრებულისა თანა ზიარი, ხოლო...

დაწვრილებითDetails

ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
პრეზიდენტის იმპიჩმენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ახდენს – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“
მთავარი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს „ტვ ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას! - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების გამო! - ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს – ექსპრემიერი პროცესს არ ესწრება

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
„აქტიურად განვიხილავ, რომ ქუთაისში შეიქმნას ტექნოპარკი”-ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა პროკურატურის მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ღია რეჟიმში ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო. პროცესის სრულად დახურვის შუამდგომლობა კი სასამართლოში პროკურორმა...

დაწვრილებითDetails

ვახო სანაიას Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო 30 დღით პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, ჟურნალიტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამოაცხადა, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ჟურნალისტი პროცესზე არ მისულა, უარი თქვა ადვოკატის აყვანაზეც. ცნობილ...

დაწვრილებითDetails

21 ოქტომბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
„გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინის 200 000 დოზა ქვეყანაში 15 ოქტომბრამდე შემოვა“ – როდის არის აცრისთვის საუკეთესო დრო
მთავარი

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ  გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულთაგან ორმა...

დაწვრილებითDetails

„7 წლის ბავშვი ვენახში, მბრუნავ აპარატს შეეხო, რომელიც ტრაქტორზე იყო დამონტაჟებული…“ – დეტალები

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

გორის მუნიციპალიტეტში, ვენახში, 7 წლის ბავშვი დაშავდა. დაშავებული გოგონა გუშინ „გორმედის“ კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა მალევე თბილისში ბავშვთა საავადმყოფოში გაგზავნეს. ამის შესახებ „ქართლის ამბები“ წერს. „ვინაიდან ჩვენთან არ გვაქვს ბავშვთა რეანიმაციული...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 5 პირი დააკავეს, მათ შორის 2...

დაწვრილებითDetails

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 19, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   დღე აქტიურობითა და ახალი შესაძლებლობებით იქნება სავსე. ენდეთ საკუთარ ძალებს, თუმცა გადაწყვეტილებებს ნუ იჩქარებთ.   კურო   ყურადღება ფინანსებსა და პირად ურთიერთობებს მიაქციეთ. სიმშვიდე და მოთმინება სასურველ შედეგამდე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"