
„ამჟამად ძირითადად არავაქცინირებულთა პანდემიას განვიცდით და ის მასობრივია. გერმანიის ზოგიერთ რეგიონში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლების რაოდენობა ისევ იწურება“, – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, იენს შპანმა. ჯერ კიდევ 2 ნოემბერს, გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არავაქცინირებული მოქალაქეები სერიოზული შეზღუდვების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ.










