ქუთაისში გირჩი თავისუფლების წარმომადგენელი იმედა კლდიაშვილი, რომელმაც დაუმორჩილებლობის აქციის ფარგლებში სუსის შენობასთან საკუთარი ავტომობილი დააპარკინგა, ,,ლაივში” დააკავეს.
,,ლაივ ჩართვის” დროს იმედა კლდიაშვილმა ისაუბრა იმ გარემოების შესახებ , რომელიც არჩევნებზე კარუსელის გამოაშკარავების ფაქტს ეხება.
მისი თქმით, კომისიის წევრი, რომელმაც ქუთაისში არჩევნებში აღნიშნული დარღვევის შესახებ საჯაროდ ისაუბრა, მოგვიანებით გააჩუმეს და იგი ევრკავშირის დამკვირვებლებთან სასაუბროდ არ გაუშვეს.
სავარაუდოს – ,,გინდა მეც მომკლან?” – მეუღლის ეს სიტყვები გახდა მასთან კომუნიკაციის გაწყვეტის საფუძველი.
იმედა კლდიაშვილმა ჩამოაყალიბა საკუთარი მოთხოვნები, რომლის ფარგლებშიც, სუსის შენობასთან დაუმორჩილებლობის აქცია გამართა.
იმედა კლდიაშვილის მთავარი მოთხოვნები ასე ჩამოაყალიბა:
1. რატო გააყალბეს არჩევნები
2. რატომ აჩუმებენ ალბატონს
3. შეახვედრონ ეს ქალბატონი სადამკვირვებლო მისიას.
ქუთაისის ვიცემერობის კანდიდატი იაგო კლდიაშვილი აქციის დროს დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს.










