“მე ერთი წუთი არ დამიკარგავს გამარჯვების რწმენა. ვულოცავ ჩემს მეგობრებს, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თქვენ თავის სათქმელი”, – ამის შესახებ ქუთაისის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მთავარი თითოეული ხმის დაცვაა.
“ახლა ჯერი არის ჩვენზე, ჩვენ უნდა დავიცვათ საქართველოს მოქალაქის თითოეული ხმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ უბნებზე.
ჩვენი წარმომადგენლები, დამკვირვებლები ყველანი არიან გმირები, ისეთ სიტუაციაში მოუწიათ დღეს მთელი დღე და მინდა ყველას მოვუწოდო თითოეულ ხმას გაუფრთხილდნენ. ახლა აუცილებელია, ეს შედეგი შევინაჩუნოთ”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.










