LIVE TV
კვირა, იანვარი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

აზარტული და მომგებიანი თამაშობის რეკლამის მაქსიმალური შეზღუდვა გავლენას ახდენს რეკლამის გამავრცელებელ კომპანიებზე, მათ შორის მედიაზე – ირაკლი ლექვინაძე

დაპოსტა 2019/10/18-ში
36
ნახვა
გაზიარება

ირაკლი ლექვინაძე აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე: ცვლილებები გავლენას ახდენს რეკლამის გამავრცელებელ კომპანიებზე, მათ შორის მედიაზე

საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად,  გეგმავს პარლამენტში ხელახლა დაარეგისტრიროს საკანონმდებლო ინიციატივა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშობის რეკლამის მაქსიმალურ შეზღუდვას ისახავს მიზნად.

„უნდა გვესმოდეს, რომ  აზარტული და მომგებიანი თამაშობის რეკლამის მაქსიმალური შეზღუდვა მნიშვნელოვნად ამცირებს სარეკლამო ბაზრის არეალს და  გავლენას ახდენს არა მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირებზე, რეკლამის დამკვეთებზე, არამედ –  რეკლამის მწარმოებელ და რეკლამის გამავრცელებელ კომპანიებზე, მათ შორის, სატელევიზიო, რადიო და ბეჭდურ მედიაზე.“ – ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დამოუკიდებელი დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივას აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ.

ამასთან ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ  აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია „რეკლამის შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და „საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“  კანონის პროექტებში ცვლილებების პაკეტი, რომელზეც კონსულტაციები დაწყებულია და  ბიზნესთან, პარლამენტთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა.

„საქართველოს პარლამენტში უკვე  დარეგისტრირებულია  აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით საკანონდებლო ცვლილებები, რომელზეც შენიშვნები კერძო სექტორის ჩართულობით მოვამზადეთ. აღნიშნული ცვლილებათა პაკეტი შედარებით დაბალანსებულია და კერძო სექტორის რიგი კრიტიკული შენიშვნების ასახვის შემთხვევაში ოპტიმალურ სახეს მიიღებს. ჩვენი და ბიზნესის პოზიციაა, რომ  კანონპროექტის მიზნების მისაღწევად უკვე დარეგისტრირებულ პაკეტზე მუშაობის გაგრძელება მეტად ეფექტიანი იქნება ვიდრე  პარალელურად პარლამენტში უკვე ერთხელ ჩავარდნილი კანონპროექტის ხელახალი შემობრუნება“ – აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.

შეგახსენებთ, რომ ლევან გოგიჩაიშვილის  საკანონმდებლო ინიციატივა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის მიერ ერთხელ უკვე უარყოფილ იქნა 2019 წლის 5 აპრილს, რის შემდეგაც უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა 2019 წლის 19 ივნისს   აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით განახლებული საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირეს.

თეგები: აზარტული თამაშებიბიზნესითამაშებიირაკლი ლექვინაძერეკლამა
გაზიარება15

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი 24 იანვრისთვის

იანვარი 23, 2026
117
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6941 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6941 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6946 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 23 იანვრისთვის

იანვარი 22, 2026
305
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6946 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6950 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

ნახეთ,რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს

იანვარი 20, 2026
102
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6950 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6950 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6957 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

2025 წელს საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო – საქსტატი

იანვარი 20, 2026
15
ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 498.8 მლნ. აშშ დოლარით, მეორე...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი 17 იანვრისთვის

იანვარი 16, 2026
109
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6957, ევრო – 3.1316, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6152 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ვენის რეისების გაუქმება მნიშვნელოვანი დარტყმაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის – ლაშა ბერეკაშვილი

იანვარი 13, 2026
222
ეკონომიკა

ქუთაისი-ვენის რეისების გაუქმება მნიშვნელოვანი დარტყმაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის - ამის შესახებ "ახალგაზრდა გიდები ასოციაცის" ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. „რატომ გამოვიდა ავიაკომპანია ვენიდან? - ეს არის მაღალი სატარიფო პოლიტიკა,...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს შაბათ-კვირას

იანვარი 10, 2026
574
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6971 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6982 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს უქმეებზე

იანვარი 9, 2026
166
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6971 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6982 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011...

დაწვრილებითDetails

თერჯოლაში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

იანვარი 9, 2026
67
ეკონომიკა

თერჯოლაში ქარის ელექტროსადგური და მის ქსელთან დამაკავშირებელი 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა/ექსპლუატაცია იგეგმება. შესაბამისი დოკუმენტი გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე უკვე ატვირთულია. პროექტის განმახორციელებელი კომპანია ითხოვს, რომ მშენებლობასტან დაკავშირებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება დაჩქარებული...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 9 იანვრისთვის

იანვარი 8, 2026
332
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6974 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».