LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ცვლილებები აუცილებლად იქნება დაკავშირებული დამსაქმებლების ფინანსური ვალდებულებების ზრდასთან – ირაკლი ლექვინაძე

ცვლილებები აუცილებლად იქნება დაკავშირებული დამსაქმებლების ფინანსური ვალდებულებების ზრდასთან – ირაკლი ლექვინაძე

დაპოსტა 2019/10/18-ში
A A
41
ნახვა
გაზიარება

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში  მოქმედ ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელებს შეხვდა და შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ მომზადებული ოფიციალური სამართლებრივი დასკვნები გააცნო.

ბიზნესომბუდსმენს  “შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე 17, ხოლო „საქართველოს შრომის კოდექსზე“  10 შენიშვნა-წინანადადება აქვს.

„საქართველოს შრომის კოდექსის“ შემოთავაზებული კანონპროექტით დაგეგმილია მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება საქართველოს შრომის კანონმდებლობაში. საქართველოს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი მიზნად ისახავს დასაქმებულთა შრომითი უფლებების გაფართოებას. „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით კი შრომის ინსპექციას ენიჭება შრომითი უფლებების დაცვის მონიტორინგისა და მათ შესრულებაზე კონტროლის ფუნქცია.

„ვფიქრობთ, რომ ისეთი ძირეული ცვლილებების განხორციელება, როგორიც არის ნორმირებული სამუშაო დროის დადგენა, ზეგანაკვეთური მუშაობის მაქსიმალური საათების რაოდენობის განსაზღვრა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების მოცულობის დადგენა, ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების დადების საფუძვლებისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების გამკაცრება, შრომის ინსპექციისთვის ფართო უფლებამოსილებების მინიჭება და ა. შ. მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოზე. ცვლილებები აუცილებლად იქნება დაკავშირებული დამსაქმებლების ფინანსური ვალდებულებების ზრდასთან. აღნიშნული კი მძიმე ტვირთად დააწვება განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს.“ – განაცხადა  ბიზნესომბდუდსმენმა.

ირაკლი ლექვინაძის თქმითვე, აღნიშნული ფორმით  შრომის კოდექსის ცვლილება გაააქტიურებს ჩრდილოვან შრომითი ურთიერთობებს, რაც როგორც დასაქმებულისთვის ასევე დამსაქმებელისთვის არის დამაზიანებელი.

„მოსალოდნელია, რომ შემოთავაზებულმა ცვლილებებმა გამოიწვიოს ჩრდილოვანი შრომითი ურთიერთობების ჩამოყალიბება, როცა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობები მიმდინარეობს კანონის რეგულაციებს მიღმა. აღნიშნული კი გაართულებს ახლად შექმნილი შრომის ინსპექციის მიერ შრომითი პირობების დაცვის მონიტორინგს. გარდა ამისა, ქვეყანაში ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით და უმუშევრობის შემცირების მხრივ, მეტად მნიშვნელოვანია იმის ანალიზი, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს შემოთავაზებულმა ცვლილებებმა ბიზნეს გარემოზე. მიგვაჩნია, რომ ახალი შრომითი რეგულაციები ბიზნესს შეუქმნის ბარიერებს, ნეგატიურად შეცვლის ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლებს, რაც დიდი ალბათობით აისახება ზემოაღნიშნულ რეიტინგებზე.“ – ამბობს ლექვინაძე.

ბიზნესომბუდსმენი  კანონ პროექტების ინიციატორებს საქართველოს პარლამენტში ინიცირებამდე ცვლილებებზე რეგულირების  ზეგავლენის შეფასების (RIA)  ჩატარებას სთავაზობს და  გამოთქვამს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს ზემოაღნიშნული რეგულირების ზემოქმედების შეფასების (RIA) განხორციელებაში.

„RIA მოგვცემს შესაძლებლობას გავაანალიზოთ მოსალოდნელი რისკები ბიზნესისთვის, რაც შეიძლება მოჰყვეს შემოთავაზებული ცვლილებების მიღებას და ამაგვარად, გამოირიცხოს ის ნეგატიური შედეგები ბიზნეს გარემოსთვის, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს შრომითი კანონმდებლობის დაგეგმილ რეფორმას.“ – აცხადებს  ირაკლი ლექვინაძე.

თეგები: ბიზნესიდასაქმებაშმორაშრომის კოდექსი
გაზიარება17

დაკავშირებული -პოსტები

რა ეღირება დოლარი, ევრო და სხვა ვალუტები დღეს

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

9 ივლისს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასე ნაწილდება:   1 აშშ დოლარი 2.6384 ლარი. გამყარება 0.09 თეთრი; 1 ევრო 3.0109 ლარი. გამყარება 0.58 თეთრი; 1...

დაწვრილებითDetails

საქართველოში თხევადი გაზი გაძვირდა

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
საქართველოში თხევადი გაზი გაძვირდა
ეკონომიკა

საქართველოს თხევადი გაზის იმპორტი თითქმის 40%-ით გაუძვირდა. თუ 2025 წლის იანვარ-მაისში ერთი ლიტრი საწვავის იმპორტი (გადასახადების გარეშე) საშუალოდ 0.37 დოლარი ჯდებოდა, წელს ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 0.50 დოლარი შეადგინა. ამასთან,...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი გაიზარდა

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა კვლავ ზრდა დაიწყო. თბილისის დროით 12:30 საათისთვის, ერთი უნცია ოქროს ღირებულება 4 181 დოლარს შეადგენს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.70%-ით არის გაზრდილი. ზრდა ფიქსირდება ვერცხლის...

დაწვრილებითDetails

რომელი პროდუქტები გაიაფდა ივნისში

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
რომელი პროდუქტები გაძვირდა ივლისში
ეკონომიკა

026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებშია აღნიშნული. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026...

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება ვალუტის კურსი უქმეებზე

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
დოლარის ფასი დაეცა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6415 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6415 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6424 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

სურსათზე ფასები, წლის ჭრილში, 5.6%-ით გაიზარდა, 1 თვის ჭრილში კი 0.1%-ით შემცირდა

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
იმერეთზე სუპერმარკეტების შემოსავალების მხოლოდ 7.4% მოდის – რომელი რეგიონია ლიდერი
ეკონომიკა

2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 3 ივლისისთვის

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6424 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6431 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007...

დაწვრილებითDetails

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა – რა თანხაა გამოყოფილი იმერეთისთვის

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
ფშავში მდინარე არაგვის ხეობაში ცხედარი იპოვეს
ეკონომიკა

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოებისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა გაიზარდა. როგორც 18 ივნისით დათარიღებულ განკარგულებაში ვკითხულობთ, მთავრობამ მუნიციპალიტეტებს ჯამურად 7.5 მლნ ლარით მეტს გამოუყოფს, ვიდრე ეს მანამდე იყო გათვალისწინებული. კერძოდ, აპრილის განკარგულებით,...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 30 ივნისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6453, ევრო – 3.0156, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.4952 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

მთავრობა 164 ახალ ავტომობილს 10 მილიონად ყიდულობს

by მეგა TV
ივნისი 29, 2026
0
“პარლამენტის დაფინანსებით პერსონალური ავტომობილი უმრავლესობის ყოველ მესამე დეპუტატს ჰყავს” – რომან გოცირიძე
ეკონომიკა

საქართველოს მთავრობის მიერ ახლადშექმნილი “ცენტრალური შემსყიდველი ორგანო” კიდევ 164 ერთეულ ახალ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ყიდულობს. უწყებამ სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით 10 159 800 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა -ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს. შესყიდვის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"