,,ლექსო ლაშქარავა როგორ დაიღუპა, საკითხავიაო, დამიწერა დღეს ერთმა…
დაგვავიწყდა როგორც ჩანს!
ლექსო სცემეს…
უმოწყალოდ ..
სცემეს ტრადიციის სახელით და არატრადიციულად! ორმოცდაათამდე სისხლმოწყურებულმა ავაზაკმა სცემა ერთი კაცი!
ლექსო სცემეს უფლის სახელით და ყველა მათი მოქნეული უფალს სტკიოდა, რადგან ავაზაკებმა გამოიყენეს იმ დღეს უფლის სახელი…
მერე თავი იმართლეს, ჟურნალისტების კითხვები არ მოგვეწონაო, გამართლება ჰქონია ადამიანის ცემას!
თუმცა, ლექსო არ იყო ჟურნალისტი, ის ოპერატორი იყო და ის ცემეს იმის გამო, რომ მათ უზნეო, მათ უუფლო, მათ არატრადიციულ (ქართველების ტრადიცია არასოდეს ყოფილა ძალადობა) ქცევას იღებდა კამერაზე, სცემეს იმიტომ, რომ ლექსოს კადრში მოხვედრილი საკუთარი თავი არ მოეწონათ, სცემეს იმიტომ, რომ იმ დღეს საცემრად იყვნენ გამოსულნი და უსისხლოდ არ დაბრუნდებოდნენ…
ლექსო სცემეს იმიტომ, რომ იცოდნენ, არც ორგანიზატორებს და არც შემსრულებელთა დიდ ნაწილს არავინ დასჯიდა!
სასიკვდილოდ გაიმეტეს, მაგრამ იმ წამს არ მოკვდა, ადგა, თვალებში ჩაგხედათ და გითხრათ, რომ ავაზაკებმა ქრისტეს სახელით სასიკვდილოდ გაიმეტეთ!
მერე გარდაიცვალა…
წვიმას გამოჰყვება ზოგჯერ, მჯერა და მიწას შესჩივლებს, თქვენ სისხლიან ხელებზე!
მიწასაც აქვს თავისი სამართალი, მიწისაა ბუმერანგი, არაა უფლის!
გარდაიცვალა…
და ისევ სცემეს…
ისევ უმოწყალოდ, ისევ ღვთის სახელით…
ვიცი, არ ფიქრობთ ღვთის სამსჯავროზე, ვიცი, გგონიათ, ცას გამოეკერებით, მაგრამ მიწასაც აქვს თავისი სამართალი, ზოგჯერ იმაზე მეტად მკაცრი, ვიდრე უფალს!” – წერს თამო კეშა სოციალურ ქსელში.










