ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის შემთხვევაში დაჯარიმდებით. ამის შესახებ ინფორმაციას სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს:
,,გვთხოვეთ მგზავრობის ღირებულება გადაიხადოთ ავტობუსში ამოსვლისთანავე ბარათით ან საკასო აპარატის მეშვეობით. უბილეთო მგზავრობა ჯარიმდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლით და განისაზღვრება 20 ლარით!” – ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.










