ავტოსაგზაო შემთხვევა სუფსაში — საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, მანქანის საბურავის დაზიანების გამო ავარიაში მოყვა – ინფორმაციას “სეზონი ტვ” ავრცელებს.შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მანქანას საბურავი გაუსკდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ერთ-ერთი მოსახლის ჭიშკარს დაეცა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.









