ცოცხებით დახვდნენ მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ქუთაისიდან მიმავალ კოლანას.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებენ სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებულ პატიმრებს და აპროტესტებენ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნას.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტიდან უერთდებიან. აქცია საღამოს 18:00 საათზე გაიმართება.









