ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მას ფარულად უსმენენ.
ამის შესახებ გალერიმ “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში თქვა. მისი განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებს თავად მიაწოდა.
ინტერვიუში მაკლ გალერი არ გამორიცხავს, რომ უკანონო მოსმენების უკან ბიძინა ივანიშვილი იდგეს.
“არა მარტო ჩვენ მეგობრებს და ევროკავშირის და გერმანიის ელჩს [უსმენენ}, პრეზიდნეტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ, ეს აღმაშფოთებელია.
საჭიროა ფოკუსირება იმაზე, ვინაა ამ აღმაშფოთებელი მოსმენების უკან, თუ შემთხვევით ეს არაა რომელიმე აქტიური პოლიტიკოსი, არამედ ბატონი ივანიშვილია, ასევე აღმაშფოთებელია.
ეს უნდა იყოს გამოძიებული და ამ ადამიანმა პასუხი უნდა აგოს”, – ამბობს ევროპარლამენტარი, მაიკლ გალერი.










