“ეს გზა სადმე მთაში არ გეგონოთ. ხელისუფლების ხელი ჯერ რომ ვერ მიწვდა, მაგრამ სადაცაა რომ მივა. არც სოფლის ორღობეა, ერთი ძველი ჟიგული თუ ნივა რომ შეიგრიალებს ხოლმე თვეში.
ეს გზა თბილისის ე.წ დიდი ლილოს ნაგავსაყრელს გლდანთან აკავშირებს. ნორიოსა და მარტყოფის მისადგომებთან ჩავლით. თუ კარგად დაუკვირდებით სულ 2 წუთის ქრონომეტრაჟის კადრებს, აღმოაჩენთ, რომ ყოველწუთიერად ამ გზაზე თბილისის დასუფთავების მანქანები მოძრაობენ. თბილისის მერია / Tbilisi City Hall აი ისინი, რომელთა შესანახადაც ყოველწლიურად საკმაოდ მსხვილი ბიუჯეტი და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნერვები იხარჯება. ნერვები ვახსენეთ და ბოლო დროს, შესაძლოა, ლილოს ბაზრობის მომდებარე ტრასაზე არსებულ საცობშიც მოხვედრილხართ. ამ საცობში მარტყოფისა და ნორიოს, ამ ორი დიდი და ხალმხრავალი სოფლის მოსახლეობის მანქანებიც დგას. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია/ Gardabani Municipality City Hall ვიდეოკადრებში გადაღებული გზა (სულ 2.5 კილომეტრიანი მონაკვეთი) რომ ერთხელ მაინც შეკეთებულიყო და ბოლო 15 წლის მანძილზე ასფალტი დაგებულიყო (რაც მე ვაკვირდები), ეს მანქანები აეროპორტის ტრასიდან პირდაპირ დიდი ლილოსკენ აუხვევდნენ და ისე მიაღწევდნენ დანიშნულების ადგილს. ეს მათ დროს, ფულს, ნერვებსაც დაზოგავდა და საცობსაც განმუხტავდა. თუმცა ამისთვის ხელისუფლების რომელიმე ზემოთ მონიშნულ რგოლში, ან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხალხი უნდა იყოს, ვისაც ეს აწუხებს და არ კიდია. ან მოქალაქეები უნდა ვიყოთ მეტად აქტიურები და ნაკლებად – მონები. თუ ვინმეს აქამდე დანახვის პრობლემა ჰქონდა _ კადრი ჩვენი, საქმე????” – წერს სოციალურ ქსელში თამარ ხორბალაძე.









