საქართველოში ინფიცირების 4 837 შემთხვევა გამოვლინდა, მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში 49 386 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი არის 9.79%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 586 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 605 581.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 332 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 379 შემთხვევა, აჭარა – 171, იმერეთი – 1 028, ქვემო ქართლი – 257, შიდა ქართლი – 298, გურია – 143, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 444, კახეთი – 889, მცხეთა-მთიანეთი – 80, სამცხე-ჯავახეთი – 96, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 52.









