“ქართული ოცნების” ოფისთან მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის საპატიმროდან გათავისუფლება მოითხოვეს და მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
აქცია “ოცნების” ოფისთან რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრებმა, რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან გადაინაცვლეს.










