LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,ჩვეულებრივ ადამიანთან არ ვმუშაობდი”-მანანა მანჯგალაძე

,,ჩვეულებრივ ადამიანთან არ ვმუშაობდი”-მანანა მანჯგალაძე

დაპოსტა 2021/10/12-ში
A A
101
ნახვა
გაზიარება
,,გამთენიისას 5 საათზე დარეკადა ხოლმე: ” ხომ არ გეძინა?”-გკითხავდა და ეგრევე დავალებას გაძლევდა ან რაღაცის დაზუსტება უნდოდა ან მეორე დღის ბრიფინგს ჩაგანიშნინებდა. ვიცოდით რომ თუ რამე არ ხდებოდა ყველაფერი დილის საათებში უნდა მოგვესწრო,ამ დროს ეძინა ,თორემ მერე სახლში როდის წახვიდოდი არ იცოდი.
ჩემი პირობით მივედი და არასდროს დაურღვევია- მე თქვენი პრესპიკერი ვიქნები და არა პარტიის, გავმიჯნოთ მეთქი. ისე გავიარე 4 წელი რომ პარტიაში ფეხიც არ დამიდგამს. რამდენჯერმე ბრიფინგის ჩატარებაზე უარიც კი ვუთხარი. არ ვეთანხმებოდი,დაუჯერებელია მაგრამ არგუმენტირებულად თუ ეტყოდი ზუსტად ესმოდა.
კაბინეტში კბილის ჯაგრისი და მანქანაში ქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად ბოტები ეს ჩვეულებრივი იყო, დღისით ბათუმი,საღამოს მესტია, დილით ახალციხე და ა.შ. სულ მეგონა რომ ჩემი ბოლო სამუშაო დღე იყო, იმიტომ რომ მიშა იყო ასეთი.
არ აყვებოდი ვერ იმუშავებდი.ვიზიტებში ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ჩვეულებრივი იყო უნდა გვენახა გზებს როგორ აგებდნენ, რომელ ფილებს იყენებდნენ ქვაფენილისთვის, ხეებს როგორ ბელავდნენ, რომელი უკეთესი განათება იყო, ნესტის საწინააღმდეგოდ რა მასალა ჯობდა… ეს რომის, პარიზის, ჟენევის,პეკინის ქუჩებში გვაქვს გავლილი.
 რა ვიცი ხანდახან ვფიქრობ ეს იყო?
4 წელი ვიმუშავე მიშასთან. 4 მძიმე და რთული წელი. ზენიტის შემდეგი წლები იყო. მიშა ეკრანზე ერთია, მიშა ცხოვრებაში კიდევ უფრო სხვა. 2012 წლამდე ,  არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გითხრა “არჩევნებს წავაგებთ”, მაგრამ ეს იმ საარჩევნო კამპანიისას არსად შეუმჩნევია. პირიქით, ჩაგვხოცა.
ამ 4 წელმა კიდევ უფრო ახლოს დამანახა რომ ჩვეულებრივ ადამიანთან არ ვმუშაობდი. არც კითხვა იცის ჩვეულებრივი, არც გაბრაზება, არც სიცილი, არც სიარული, საქმეში ხომ საერთოდ. ჯერ არის საქმე და მერე ყველა და ყველაფერი… სხვა მასშტაბის ადამიანია… პოლიტიკა მისი ცხოვრების წესია. სხვა პრიორიტეტები აქვს .
ერთხელ უკრაინელ ბიზნესმენებს ხვდებოდა, დახურულ შეხვედრა იყო, ერთმა უთხრა საქართველოში შეცვალო და რეფორმა ჩაატარო უფრო ადვილია, პატარა ქვეყანაოო. მიშა არ დაეთანხმა: აქ გაცილებით რთულია, ყველა ყველას ახლობელია და ბოლოს შენი ახლობელი გამოდის, სადაც შედიხარ ყველგან ასეთი კავშირები გხვდება და ეს მენტალურად ყველაზე რთული გადასალახია. საბოლოოდ როცა რეფორმას იწყებ და ამთავრებ შენ ღებულობ განაწყენებულ ადამიანებს ,ოჯახებს, ხშირად ერთი ადამიანის უკან 2 ან 3 კაცი კი არა 10-15 კაცი დგას, საქართველოსნაირ ქვეყანაში კი ეს ყოველი მეორეა, ასე ვიძენ მტრებს.
არის პოლიტიკური ნება არის ცვლილებები არ ხარ ამისთვის მზად არაფერი იცვლება. სხვანაირად ცვლილება არ გამოდისო. ყველაფრის მიუხედავად ის შეძლო რაც სხვამ მხოლოდ თქვა, იოცნება, განუხორციელებლად ჩათვალა ან არც უოცნებია. კარგად მახსოვს 2003 წლამდე საქართველოც და მერეც.
ესენი? ესენი 2003 წლის მერე რომ მოსულიყვნენ ჩვენ ისევ გრაფიკით გვექნებოდა დენი. ისევ გაყინული ხელფასებით. მე ის ტემპი მირჩევნია. რუკაზე რომ თავიდან აღმოგვაჩინეს ის მირჩევნია. ამიტომაც მაინც წავედი იდეალისტთან სამუშაოდ. და ისიც ვიცოდი დიდი სირთულეების მიუხედავად ბოლომდე უნდა დავრჩენილიყავი მის გვერდით . ასე დარჩა ჩვენი გუნდი ბოლომდე ერთად. ბოლომდე მასთან. ნადვილად არ იყო ადვილი ჩვენთვის და კიდევ უფრო ჩვენი ოჯახებისთვის .
დამიჯერეთ მიშას ცუდიც და კარგიც ვიცი, იმაზე მეტი ნაკლი აქვს ვიდრე წარმოგიდგენიათ, მაგრამ იმაზე მეტი შესაძლებლობა ვიდრე გგონიათ, იმაზე მეტი უნდა ამ ქვეყნისთვის ვიდრე გიფიქრიათ.. მაგრამ თუ ვინმეზე ვბრაზდები და ვინმეს ვაბრალებ დღევანდელ მდგომარეობას ისევ მიშააა.  არასდროს ვწერ მიშაზე, არც მაშინ ვუწერდი გულებს, არც ფოტოებს ვაფრიალებდი..
მაგრამ ახლა სხვა მომენტია. და არც ამათი გასასამართლებელი პრეზიდენტი მყავს ,აგური აგურზე რომ არ დაუდიათ, და ცუდად თუ მოიქცევა თურმე კიდევ რომ დაუმატებენ ახალ ბრალს… პოლიტიკა რომ თქვი – თქვა ჰგონიათ..
ამიტომაც თავისუფლება მიშას.
P.S ისე ორჯერ აცრილებიც ვიქნებოდით მოსახლეობის დიდი ნაწილიც და ბუსტერისთვის გამზადებულებიც . არც ის მინდა ეს ჩემი პოსტი რომელიმე სააგენტომ წაიღოს და კონტექსტიდან ამოღებული წინადადებები სათავისო სათაურებით აფრიალოს.
და კიდევ, ერთხელაც დავწერ  ” შუშის გუმბათის ქვეშ” და კიდევ რამდენიმე თანაავტორი მეყოლება)))))” -წერს მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში.
გაზიარება40

დაკავშირებული -პოსტები

ქართველ ემიგრანტებს ბანკმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ქართველ ემიგრანტებს ბანკმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა
მთავარი

ავ­სტრი­ა­ში, ქა­ლაქ ზალცბურ­გში ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს ბან­კმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა - მათ ფული უკან და­აბ­რუ­ნეს: "12 000 ევრო მო­ვი­თხო­ვეთ, რომ ბან­კში მო­ე­ცათ. დაგ­ვით­ვა­ლეს და გა­მოგ­ვა­ტა­ნეს.მთე­ლი...

დაწვრილებითDetails

„რატომ ქრება აფთიაქებიდან ბიუჯეტური წამლები?“

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
“მედიკამენტების ფასები რიგ შემთხვევაში 10-ჯერ გაიაფდა” – ჯანდაცვის სამინისტრო
მთავარი

"ვფიქრობ ამ თემას თქვენი დახმარება ესაჭიროება, რათა მედიის ავტორიტეტით გახმაურდეს პრობლემა, რომელსაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი პერიოდულად განიცდის. ეს გახლავთ წამლების დეფიციტი, რომელიც განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში გვაგდებს მედიკამენტებზე დამოკიდებულებს, პრობლემა ახალი...

დაწვრილებითDetails

ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა – გიგა ავალიანის დედა
მთავარი

"სულ მეფიქრება, ამათგან ვინ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის? ყოველთვის ცალსახად მივდივარ ერთ დასკვნამდე: მერაბ მალანია და მისი ცოლ-შვილი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე წერს. "დღევანდელ პოსტს...

დაწვრილებითDetails

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ღვინის 58 ნიმუშში დარღვევა გამოვლინდა
ეკონომიკა

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის წერილზე დაყრდნობით აქვეყნებს. bpn-ის ცნობით, აკრძალვა შეეხებათ შემდეგ კომპანიებს:  „თელიანი ველი“; „თბილღვინო“;...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ციხეში “ტვ პირველი” ერთ კვირაზე მეტია გათიშულია – ზურაბ ცეცხლაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამა, ადვოკატი ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ ქუთაისის ციხეში ერთი კვირაა, რაც "ტვ პირველი" გათიშულია - ცეცხლაძის თქმით, ამის შესახებ პატიმრებმა მაშინ უთხრეს, როცა ქუთაისის ციხეში გიორგი კვიცარიძის...

დაწვრილებითDetails

“შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა”- ეროვნული ბანკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც დატოვა
მთავარი

საქართველოს ეროვნული ბანკი შპს „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა. „ეროვნული ბანკი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა, ნერვიულობისგან დაიღუპა მძღოლიც

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, ამის გაგების შემდეგ ნერვიულობისგან დაიღუპა ავტომობილის მძღოლიც. ავარია 30 სექტემბერს მოხდა. ავტომობილის დაჯახების შედეგად მძიმედ დაშავებული მამაკაცი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა,...

დაწვრილებითDetails

“სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არ უსმენს იმას, რასაც ევროკავშირი ამბობს ” – პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
8 ნოემბერს ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც აჩვენებს, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი მუშაობა – ევროკავშირის ელჩი
მთავარი

უკვე ორ წელიწად-ნახევარია, რაც საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ტრაექტორია შეცვალონ თუ სერიოზულად დაინტერესებული არიან ოდესმე ევროკავშირში გაწევრიანებით, ყველა ჩვენი მოწოდება უგულებელყოფილია და უპრეცედენტო თავდასხმაა ევროკავშირზე, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა,...

დაწვრილებითDetails

“საფრანგეთში აქციებზე პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ…კომენტარიც არ გაუკეთებიათ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ’- ლევან მაჭავარიანი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
“ეს არის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები… შემაჯამებელ ღონისძიებაზე ველოდებით ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს“ – ლევან მაჭავარიანი
მთავარი

როდესაც ჩვენი გუნდი ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტში, სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს, ეს ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებს ეფუძნება, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ...

დაწვრილებითDetails

“რაც მარტა კოსმა თქვა, გულდასაწყვეტია და პერსონალურად ძალიან მამწუხრებს, მაგრამ ეს ამჟამინდელი მთავრობის თანმიმდევრული ქმედებების, კანონმდებლობების და ანტი-ევროპული რიტორიკის შედეგია” – პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
8 ნოემბერს ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც აჩვენებს, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი მუშაობა – ევროკავშირის ელჩი
მთავარი

ევროკომისიის გაფართოების ანგარიში სამ კვირაში იქნება გამოქვეყნებული, წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის და მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბარში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"