ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, რამდენიმე დღის მანძილზე, მიმდინარეობდა ჭავჭავაძის პროსპექტზე გარე-ვაჭრობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა.
როგორც ცნობილია, ქუთაისის მერის ინიციატივით, წლების მანძილზე მოუგვარებელი პრობლემის-გარე-ვაჭრობის აკრძალვა გასული წლიდან დაიწყო და ეტაპობრივად მოწესრიგდა ქალაქის სხვადასხვა უბნებსა და ქუჩებში.
ჭავჭავაძის პროსპექტის არცერთ მონაკვეთზე გარე-ვაჭრობა აღარ ხდება. ამით ეს პროცესი არ დასრულებულა, პერმანენტულად ჩატარდება როგორც ჭავჭავაძეზე, ასევე სხვა ქუჩებზეც.