
ეროვნული მუზეუმის გუნდი იტალიელ კოლეგებთან ერთად, ვანის შემდეგ, გამოფენას თბილისში ამზადებს. 13 ოქტომბრიდან სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენაზე “სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი” წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან. წყარო- საქართველოს ეროვნული მუზეუმი









