აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაკავებულია ინჟინერი ჯონათან ტოებე და მისი მეუღლე, რომლებიც ანაზღაურების სანაცვლოდ მთელი წლის განმავლობაში ბირთვული წყალქვეშა ნავის მონაცემებს ფედერალური ბიუროს აგენტს აწვდიდნენ, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლად ასაღებდა თავს. ინფორმაციას DW ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, წყვილს ბრალი შეთქმულებასა და ატომური ენერგიის შესახებ კანონის დარღვევისთვის წაუყენეს.
ტოიბე აშშ-ის საზღვაო ძალების ბირთვულ პროგრამაში მუშაობდა და უახლეს ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდა. 2020 წელს მან ერთ-ერთი უცხოური ქვეყნის მთავრობას წერილი გაუგზავნა, რომელიც საიდუმლო დოკუმენტების ნაწილს შეიცავდა. წერილი ფედერალურ ბიუროს ჩაუვარდა ხელში, რის შემდეგაც ინჟინერი და მისი მეუღლე ბიუროს დაკვირვების ქვეშ მოექცნენ.
ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნის მთავრობისთვის გეგმავდნენ დამნაშავეები საიდუმლო ინფორმაციის მიყიდვას.









