რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი თაკო ჩარკვიანი იყო . მას მხარდაჭერას საქართველოში ჩამოსული ემიგრანტები და პოლიტიკური პარტიების წევრები უცხადებენ.
“მოგეხსენებათ გლოვის დღეა, ქართველები გაჭირვების დროს ზარს ვამბობდით ყოველთვის, გარდაცვლილებისთვის ზარი უნდა ვთქვათ, კორუფციამ შეიწირა და მოიყოლა ყველაფერი ნანგრევებში დღეს ამიტომ მოვედით, რომ გავაპროტესტოთ რუსეთის მიერ დაჭერილი პრეზიდენტი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაასამართლოს რუსეთზე მომუშავე ხელისუფლების მართლმსაჯულებამ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.










