ნიკო კვარაცხელიას ოჯახი ბათუმში ტრაგედიის დროს დაღუპული ბავშვების ძმებს ნიკო კვარაცხელიას სტიპენდიას უნიშნავს. ამის შესახებ ოჯახის მიერ გავრცელებული წერილიდან გახდა ცნობილი, რომელიც მათ დღეს გაავრცელეს.
“გვჯერა, რომ მხოლოდ განათლებულ, პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალ ადამიანებს შეუძლიათ იმ უკეთესი საქართველოს მშენებლობა“, – ნათქვამია წერილში.
“ნიკოს სტიპენდიას” მოსწავლეები ყოველთვიურად მიიღებენ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო გუშინ მთლიანად ჩამოინგრა.
გარდაიცვალა 9 ადამიანი. ერთი მამაკაცი საავადმყოფოშია.









