გუშინ ბათუმის ტრაგედიის დროს დაღუპული ნუგზარ დავლაძის ახლობლები მას როგორც უნიჭიერეს გეოგრაფს ახასიათებენ. მასზე სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება დაიწერა, რასაც ემოციური კომენტარები მოჰყვა.
“რამდენჯერაც ნუგზარს შევხვდებოდი ყოველთვის გრძელ საუბარს ვაბამდით. უიშვიათესად ნიჭიერი გეოგრაფი იყო, ზეადამიანური მეხსიერებით. ყველანაირი თარიღი, რიცხვი და მონაცემი ზეპირად იცოდა, გეოგრაფიის ენციკლოპედიასავით იყო. როცა ვნახულობდი სულ ფილოსოფიაზე, ევოლუციაზე, პოლიტიკაზე ვლაპარაკობდით. ძალიან ვუყვარდი, სულ მეუბნებოდა შენი იმედი მაქვს, რომ ბევრს მიაღწევო. დღეს იპოვეს, თავის ორ ძმიშვილთან ჩახუტებული ნანგრევებში“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ზაზა დობორჯგინიძე.









