რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან 30-მდე ექიმმა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. მათთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ძმა გიორგი სააკაშვილი იმყოფებოდა.
იმედია, რომ მომავალ კვირაში მიშას მეც ვნახავ, აქამდე ოჯახს არ გვაძლევდნენ ამის უფლებას. ადვოკატის საშუალებით შესაბამისი განცხადებით პენიტენციალურ დაწესებულებას მივმართავ. ვიცი, რომ მიშა მხნედ არის, მაგრამ ორივესთვის მნიშვნელოვანია ერთმანეთის პირისპირ ნახვა”, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.
რუსთავში ჩავიდა მიხეილ სააკაშვილის მამაც, ნიკოლოზ სააკაშვილი, რომელმაც შვილს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
“მიშასთვის გზავნილი იქნება: მიშა, ბრძოლა ბოლომდე. რადიკალურად ასეა. მე გუშინ ცოტა სხვა მესიჯი გავუგზავნე და პასუხიც მივიღე: ძალიან გცემ პატივს, მამა, ჩემო ნიკა (ნიკას მეძახის), მაგრამ შენ ჩემი ხასიათი იცი, ბოლომდე გავივლი. მე მივმართავ და ვუდასტურებ, ბრძოლა ბოლომდე!“, – განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა










