
„შეტყობინების შემოსვლისთანავე – დაახლოებით 2 წუთში იყვნენ მობილური ჯგუფები ადგილზე, შეისწავლეს არსებული სიტუაცია, რეგიონებდან დამატებით მობილიზებული იყვნენ მეხანძრე-მაშველები. დაახლოებით 400 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა სამაშველო ღონისძიებაში სადღეღამისო რეჟიმში, წინასწარ შეისწავლეს ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების ადგილმდებარეობა და წერტილოვნად მიმდინარეობდა მათი აღმოჩენისა და სამაშველო ღონისძიებები. სამაშველო რეჟიმი იყო სადღეღამისო, ჩანაცვლებით. მეხანძრე-მაშველებმა მაქსიმუმი გააკეთეს, ყველას მინდა მადლობა ვუთხრა“, განუცხადა ჟურნალისტებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსმა ჯუმბერ ბათაძემ.









