
სინგაპურის ხელისუფლებამ აუცრელი ადამიანებისთვის სოციალური შეზღუდვები გაამკაცრა. „13 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებში შესვლას მხოლოდ სრულად ვაქცინირებული ადამიანები და 12 წლამდე ასაკის ბავშვები შეძლებენ. დანარჩენები საკვების შეძენას მხოლოდ გატანით შეძლებენ. რესტორნებსა და კაფეებში ერთ მაგიდასთან მხოლოდ 2 ადამიანის განთავსებაა ნებადართული. სავაჭრო ცენტრებში, ტურისტულ ობიექტებზე, გასართობ პარკებში და სხვა მსგავს დაწესებულებებში შესვლა მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანებისთვის იქნება ნებადართული. გამონაკლისს მხოლოდ სუპერმარკეტები წარმოადგენს“, – აცხადებს სინგაპურის ჯანდაცვის მინისტრი.









