წყალტუბოს რაიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის, წყალტუბოს ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, შემეცნებით-გასართობი ღონისძიება მოეწყობა.
18 ოქტომბერს პროექტის ”მე ვარ აფხაზეთი” ფარგლებში ბავშვებისათვის ხატვისა და ქართული კალიგრაფიის მასტერკლასები მოეწყობა, ჩაატარებს ინტელექტუალურ-შემეცნებით ვიქტორინა. ღონისძიებაზე როკ-ჯგუფი „ოცნება“ და ანსამბლი „მაფშალია“ გამართავს კონცერტს. ასევე ბავშვებისათვის ანიმატორები წარმოდგენას მოაწყობენ. მათ მაისურები წარწერით ”მე ვარ აფხაზეთი” გადაეცემათ.
აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საგამომცემლო მიმართულება დამსწრე საზოგადოებას საჩუქრად გადასცემს ცენტრის მიერ გამოცემულ წიგნებსა და ჟურნალებს. ღონისძიებაში მონაწილე ბავშვებს გაუმასპინძლდებიან პოპკორნითა და გამაგრილებელი სასმელით.
დასასრულს ბავშვები ცაში ფრანებსა და ფერად ბუშტებს გაუშვებენ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „მე ვარ აფხაზეთი“ ფარგლებში ტარდება.