ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალია გადაყვანილი, აცხადებენ, რომ დაშავებულს გული გაუჩერდა, თუმცა ორგანოს მუშაობა აღდგა.
კლინიკური დირექტორი აცხადებს, რომ დაშავებულს სავარაუდოდ მოტეხილი აქვს ორივე ქვედა კიდური. მას ახლა დამატებითი გამოკვლევები შესაბამისი რეანიმაციული მკურნალობა უტარდება.
აქვს თუ არა დაშავებულს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები, ამ კითხვაზე თამარ მხატვარი პასუხისგან თავს იკავებს.
კლინიკაში მოთავსებული 33 წლის ქალი ნანგრევებიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. ქალი ნანგრევებში ორ მცირეწლოვან შვილთან და მაზლთან ერთად იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებიდან რამდენიმე საათის წინ ბავშვების ხმა ისმოდა.










