ნანგრევებიდან ქალისა და ბავშვების ხმა ისმის. ისინი კონტაქტურები არიან და მაშველებს ესაუბრებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი არიან დაშავებულები, თუმცა მათ საუბარი შეუძლიათ. ნანგრევებთან აიტანეს წყალი და ჟანგბადის აპარატები.
მედიკოსებიც ადგილზე იმყოფებიან და ელოდებიან მოქალაქეების ამოყვანას. ამის შესახებ ადგილიდან, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ირინე წუწუნავა იუწყება.
დღეს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სახლის ნგრევის დროს ბინაში იმყოფებოდა დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი.









