ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევისას ნანგრევებიდან გამოყვანილი ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ აფეთქება არ ყოფილა. ის მანქანაში შვილთან ერთად იმყოფებოდა იმ დროს, როდესაც კორპუსი ჩამოინგრა.
მისივე თქმით, კორპუსში მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები და პირველ სართულზე სახლს ანგრევდნენ.
“მეც ვიყავი მანქანაში, ბავშვი ნახევარი საათი მაინც იქნებოდა მანქანაში. აფეთქება არ იყო, მშენებლობაა ქვემოთ, პირველ სართულზე ანგრევდნენ სახლს,”- აცხადებს ის.









