ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც 7 სართულიანი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, მაშველებმა არასრულწლოვანი გადაარჩინეს. მოზარდი კლინიკაში გადაყავთ.
ავტომობილი, რომელშიც არასრულწლოვანი იჯდა, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში იყო მოყოლილი. ნანგრევებიდან მის ამოყვანას შეკრებილები ტაშით შეხვდნენ.
არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყვას.
ბათუმში ჩამონგრეული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.









