
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ საკულტო სერიალი, „სექსი დიდ ქალაქში“ კინოეკრანებს 20 წლის შემდეგ უბრუნდება. სერიალის გადაღებები ივნისში დაიწყო და როგორც ჩანს დასასრულს მიუახლოვდა. სერიალის პრემიერა HBOMax-ზე დეკემბერში შედგება. სარა ჯესიკა პარკერს, სინტია ნიქსონსა და კრისტენ დევისს 50 წლის ნიკოლ არი შეუერთდება.










