
ისრაელში არქეოლოგებმა კერძო საპირფარეშო აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ 2 700 წლის წინ აშენდა. ტუალეტი კირქვის მართკუთხედ ქვას წარმოადგენს, რომლის ცენტრშიც ნახვრეტია გაკეთებული. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ იმ დროს კერძო საპირფარეშო მფლობელის სიმდიდრის სტატუსზე მიუთითებდა. აღმოჩენის ადგილზე არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება.









